Find program results

დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა (38 03)

Allocated 84.7 c

Program implementer

სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო

Program description

დაცული ტერიტორიების გაფართოება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიზნით; ...

დაცული ტერიტორიების გაფართოება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიზნით; საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად; უნიკალური და იშვიათი ორგანული, თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების დაცვა მათი შენარჩუნების მიზნით; დაცულ ტერიტორიებზე პათოლოგიური კვლევების ჩატარება, დაზიანებული ფართობების დადგენა და მავნებლებთან ბრძოლის მიზნით შესაბამისი პრეპარატების შეძენა; დაცულ ტერიტორიებზე, საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით, ხანძრების სწრაფი პრევენციის განხორციელება; დაცულ ტერიტორიებზე არსებული საძოვრების ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენა და გამოყენება, ტყის ინვენტარიზაცია; საქართველოში დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის, ეკოტურიზმის განვითარების და ტურისტების მოზიდვა-დაინტერესების მიზნით დაცული ტერიტორიების სარეკლამო და სააგიტაციო ღონისძიებების ჩატარება; საზოგადოებაში ეკოლოგიური განათლების, საზოგადოების ცალკეული ჯგუფების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ქცევის გაუმჯობესების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება; ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით; ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს აღდგენისათვის და მის შესანარჩუნებლად; საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა შემდეგი ორი კომპონენტის განხორციელებით: დაცული ტერიტორიების სისტემის შემოსავლების საკმარისი და პროგნოზირებადი დონის მიღწევა და დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანობისა და შესაძლებლობების გაზრდა

დაცული და აღდგენილი ბუნებრივი ეკოსისტემები, ლანდშაფტები და ცოცხალი ორგანიზმები; დაცული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები და ველურ მცენარეთა გენოფონდი, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნები; ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვის და ტურიზმისათვის შექმნილი ხელსაყრელი პირობები; განვითარებული ეკოტურიზმი და დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურა; აღდგენილი და განვითარებული ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, ადგილობრივი მოსახლეობის გაზრდილი შემოსავლები და გაუმჯობესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
●    დაცულია და შესაბამისად მიმდინარეობს ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ცოცხალი ორგანიზმების აღდგენა; ●    დაცულია და შესაბამისად გაიზარდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველურ მცენარეთა გენოფონდი, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნები; ●    გაუმჯობესდა დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა, რითიც შეიქმნა ხელსაყრელი პირობები ტურიზმისთვის; ●    განვითარდა ეკოტურიზმი და დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 42%-ით; ●    რიგ დაცულ ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ინფრასტრუქტურა; ●    სამიზნე დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში კონკურსების შედეგად შერჩეულია, დაფინანსებულია და განხორციელებულია სხვადასხვა სოციალური პროექტები. აღნიშნული პროექტები მიმდინარეობს 2014 წლიდან, გეგმის მიხედვით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - არსებობს 18 ტერიტორიული ადმინისტრაცია, დებულებით გათვალისწინებულია სულ 20 ტერიტორიული ადმინისტრაციის ფუნქციონირება. დაწყებულია გოჭკადილის ბუნების ძეგლის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს შექმნილი და სრულყოფილად ფუნქციონირებადი ახალი ტერიტორიული ადმინისტრაცია - ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისა და სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია, მოწყობილია ინფრასტრუქტურა და მზადაა ვიზიტორების მისაღებად; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დამატებით შექმნილი 2 ახალი ტერიტორიული ადმინისტრაცია არასაკმარისი საშტატო ერთეულების გამო სრულყოფილად არ ფუნქციონირებს, არ ხორციელდება ვიზიტორების სრულფასოვანი მომსახურება და ტერიტორიის დაცვა; შესაძლო რისკები - ადმინისტრაციის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის არასაკმარისი საშტატო რესურსი 2 საბაზისო მაჩვენებელი - დაცული ტერიტორიების სააგენტო მართავს 364,0 ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიას 18 ტერიტორიული ადმინისტრაციის მეშვეობით, რომელთა დაცვასაც ძირითადად ახორციელებენ რეინჯერები. დაცვის ფუნქციის მატარებელი 306 თანამშრომლიდან მხოლოდ 126 თანამშრომელს აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, რის გამოც მათი უსაფრთხოების რისკის ფაქტორი მაღალია; მიზნობრივი მაჩვენებელი - დაცული ტერიტორიების დაცვა ხორციელდება შეუფერხებლად, პატრულირების ინტენსივობა გაზრდილია ყოველწლიურად 10%-ით (პატრულირების სიხშირე, მეტი ტერიტორიის მოცვა), საშუალოვადიან პერიოდში სათანადოდ (ცეცხლსასროლი იარაღით) აღჭურვილია დაცვის ფუნქციის მატარებელი ყველა თანამშრომელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - რისკების გათვალისწინებით შესაძლებელია ვერ განხორციელდეს დაცული ტერიტორიების სრულყოფილი დაცვა; შესაძლო რისკები - ადამიანური რესურსის გადინება 3 საბაზისო მაჩვენებელი - ლაგოდეხისა და ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ალპურ საძოვრებზე და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საძოვრების სარგებლობისათვის არ ხდება შესაბამისი თანხის გადახდა, ვინაიდან არ არსებობს საძოვრების მართვის გეგმა და შეფასებული არ არის საძოვრის იჯარით გაცემისათვის შესაბამისი თანხა; მიზნობრივი მაჩვენებელი - დაცულ ტერიტორიებზე არსებული საძოვრების შეფასებული ხარისხობრივი მაჩვენებლები და მათი გამოყენების მიზნით გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება 85-მდე ფერმერთან 32,0 ათ. ჰა ტერიტორიაზე; შესაძლო რისკები - კვალიფიციური ექსპერტების სიმცირე, რომელიც უზრუნველყოფს საძოვრების მენეჯმენტის გეგმის შედგენას. საძოვრის გეგმის მომზადებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს ორწლიანი პერიოდი 4 საბაზისო მაჩვენებელი - დაცულ ტერიტორიებზე 2008 წლიდან ხდება სახანძრო აღჭურვილობის ყოველწლიური შესყიდვა, დღეის მდგომარეობით აღჭურვილია 8 ტერიტორიული ადმინისტრაცია. საშუალოვადიან პერიოდში საჭიროა აღიჭურვოს დამატებით 6 ადმინისტრაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - ხანძრებთან ბრძოლის ეფექტურობისათვის შეძენილია შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა დაცული ტერიტორიების 3 ადმინისტრაციისთვის; ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გაჩენილი ხანძრების რაოდენობა მცირდება 15-20 %-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობებიდან (მაღალი ტემპერატურა, გვალვა) და სხვა ფაქტორებიდან (დაუდევრობა) გამომდინარე ხანძრის გაზრდილი რისკი 5 საბაზისო მაჩვენებელი - დღეს არსებული მდგომარეობით დაცული ტერიტორიების ცნობადობა დაბალია, არ არის საკმარისი ის ინფორმაცია, რაც მიეწოდება საზოგადოებას; მოსახლეობის ჩართულობა (განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის) გარემოსდაცვით აქტივობებში არ არის საკმარისი; სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, არსებულ ზოგიერთ ვიზიტორთა ცენტრში არ არის მოწყობილი ვიზიტორთა საექსპოზიციო დარბაზი რიგ დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ვიზიტორთა ცენტრებში საგამოფენო დარბაზები მოძველებულია და საჭიროებს განახლებას; მიზნობრივი მაჩვენებელი - განხორციელებული ღონისძიებების შედეგად (რეკლამების დამზადება და განთავსება, ტურების მოწყობა და ვებ-რესურსის განახლება/შექმნა) პოტენციურ და რეალურ ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება 20%-ით; მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია საპრომოციო მასალა, გაზრდილია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა გარემოსდაცვით აქტივობებში; საშუალოვადიან პერიოდში გახსნილია 4 ახალი ვიზიტორთა ცენტრი, ხოლო არსებული ცენტრები განახლებულია (მოწყობილია საინფორმაციო და საგამოფენო დარბაზები), შედეგად გაუმჯობესებულია ვიზიტორთა მომსახურების ხარისხი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ტუროპერატორების მიერ ქვეყანაში შემოყვანილ ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება 6 საბაზისო მაჩვენებელი - დონორების დაფინანსებით (KFW, CNF) დაცული ტერიტორიების 12 ადმინისტრაციას აქვს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა; მათ შორის 9 ადმინისტრაციის 240-მდე თანამშრომელი მათი სოციალური გარანტიებით; ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესწავლილია; მიზნობრივი მაჩვენებელი - დაცული ტერიტორიების 12 ადმინისტრაციას აქვს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, გრძელდება თანამშრომელთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა; ხორციელდება სოციალურ-ეკონომიკური პროექტები ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისათვის (ხიდების შეკეთება, სასტუმრო სახლების მოწყობა, ტრადიციული ხელსაქმის განვითარება); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%
1. საბაზისო მაჩვენებელი - არსებობს 18 ტერიტორიული ადმინისტრაცია, დებულებით გათვალისწინებულია სულ 20 ტერიტორიული ადმინისტრაციის ფუნქციონირება. დაწყებულია გოჭკადილის ბუნების ძეგლის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს შექმნილი და სრულყოფილად ფუნქციონირებადი ახალი ტერიტორიული ადმინისტრაცია - ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისა და სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია, მოწყობილია ინფრასტრუქტურა და მზადაა ვიზიტორების მისაღებად; მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წელს შექმნილია და ფუნქციონირებს 2 ახალი ტერიტორიული ადმინისტრაცია: ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისა და მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია. ოკაცეს კანიონისა და მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლებზე მოწყობილია ინფრასტრუქტურა და მზადაა ვიზიტორების მისაღებად; 2. საბაზისო მაჩვენებელი - დაცული ტერიტორიების სააგენტო მართავს 364,0 ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიას 18 ტერიტორიული ადმინისტრაციის მეშვეობით, რომელთა დაცვასაც ძირითადად ახორციელებენ რეინჯერები. დაცვის ფუნქციის მატარებელი 306 თანამშრომლიდან მხოლოდ 126 თანამშრომელს აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, რის გამოც მათი უსაფრთხოების რისკის ფაქტორი მაღალია; მიზნობრივი მაჩვენებელი - დაცული ტერიტორიების დაცვა ხორციელდება შეუფერხებლად, პატრულირების ინტენსივობა გაზრდილია ყოველწლიურად 10%-ით (პატრულირების სიხშირე, მეტი ტერიტორიის მოცვა), საშუალოვადიან პერიოდში სათანადოდ (ცეცხლსასროლი იარაღით) აღჭურვილია დაცვის ფუნქციის მატარებელი ყველა თანამშრომელი; მიღწეული მაჩვენებელი - დაცული ტერიტორიების დაცვა განხორციელდა შეუფერხებლად, პატრულირების ინტენსივობა გაზრდილია 10%-ით; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - არ განხორციელებულა ცეცხლსასროლი იარაღების შესყიდვა და შესაბამისად დამატებითი რეიჯნერების აღჭურვა, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შედგა შეთანხმება 120 ერთეული იარაღის გადმოცემის თაობაზე უსასყიდლოდ, რაც განხორციელდა 2017 წლის იანვარში; 3. საბაზისო მაჩვენებელი - ლაგოდეხისა და ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ალპურ საძოვრებზე და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საძოვრების სარგებლობისათვის არ ხდება შესაბამისი თანხის გადახდა, ვინაიდან არ არსებობს საძოვრების მართვის გეგმა და შეფასებული არ არის საძოვრის იჯარით გაცემისათვის შესაბამისი თანხა; მიზნობრივი მაჩვენებელი - დაცულ ტერიტორიებზე არსებული საძოვრების შეფასებული ხარისხობრივი მაჩვენებლები და მათი გამოყენების მიზნით გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება 85-მდე ფერმერთან 32,0 ათ. ჰა ტერიტორიაზე; მიღწეული მაჩვენებელი - განხორციელდა ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე საძოვრების ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - გაჭიანურდა საძოვრების შეფასების პროცედურა, რის გამოც მათი იჯარით სარგებლობაში გაცემა გადაიდო 2017 წლისთვის; 4. საბაზისო მაჩვენებელი - დაცულ ტერიტორიებზე 2008 წლიდან ხდება სახანძრო აღჭურვილობის ყოველწლიური შესყიდვა, დღეის მდგომარეობით აღჭურვილია 8 ტერიტორიული ადმინისტრაცია. საშუალოვადიან პერიოდში საჭიროა აღიჭურვოს დამატებით 6 ადმინისტრაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - ხანძრებთან ბრძოლის ეფექტურობისათვის შეძენილია შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა დაცული ტერიტორიების 3 ადმინისტრაციისთვის; ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გაჩენილი ხანძრების რაოდენობა მცირდება 15-20 %-ით; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შესყიდვის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დონორთან, თუმცა პროცედურული საკითხების შეუთანხმებლობის გამო დონორის მიერ ვერ განხორციელდა აღნიშნულის შესყიდვა 5. საბაზისო მაჩვენებელი - დღეს არსებული მდგომარეობით დაცული ტერიტორიების ცნობადობა დაბალია, არ არის საკმარისი ის ინფორმაცია, რაც მიეწოდება საზოგადოებას; მოსახლეობის ჩართულობა (განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის) გარემოსდაცვით აქტივობებში არ არის საკმარისი; სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, არსებულ ზოგიერთ ვიზიტორთა ცენტრში არ არის მოწყობილი ვიზიტორთა საექსპოზიციო დარბაზი რიგ დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ვიზიტორთა ცენტრებში საგამოფენო დარბაზები მოძველებულია და საჭიროებს განახლებას; მიზნობრივი მაჩვენებელი - განხორციელებული ღონისძიებების შედეგად (რეკლამების დამზადება და განთავსება, ტურების მოწყობა და ვებ-რესურსის განახლება/შექმნა) პოტენციურ და რეალურ ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება 20%-ით; მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია საპრომოციო მასალა, გაზრდილია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა გარემოსდაცვით აქტივობებში; საშუალოვადიან პერიოდში გახსნილია 4 ახალი ვიზიტორთა ცენტრი, ხოლო არსებული ცენტრები განახლებულია (მოწყობილია საინფორმაციო და საგამოფენო დარბაზები), შედეგად გაუმჯობესებულია ვიზიტორთა მომსახურების ხარისხი; მიღწეული მაჩვენებელი - ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა 42%-ით და შეადგინა დაახლოებით 734 874 ვიზიტორი; მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია საინფორმაციო მასალა, გაზრდილია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა გარემოსდაცვით აქტივობებში. სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა. შედეგად, გაუმჯობესდა ვიზიტორთა მომსახურების ხარისხი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - ალგეთის, ყაზბეგის და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა არ განხორციელებულა, ვინაიდან გაჭიანურდა შესაბამისი საპროექტო სამუშაოები და ამ პროექტების შეთანხმება დონორ მხარესთან. 6. საბაზისო მაჩვენებელი - დონორების დაფინანსებით (KFW, CNF) დაცული ტერიტორიების 12 ადმინისტრაციას აქვს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა; მათ შორის 9 ადმინისტრაციის 240-მდე თანამშრომელი მათი სოციალური გარანტიებით; ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესწავლილია; მიზნობრივი მაჩვენებელი - დაცული ტერიტორიების 12 ადმინისტრაციას აქვს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, გრძელდება თანამშრომელთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა; ხორციელდება სოციალურ-ეკონომიკური პროექტები ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისათვის (ხიდების შეკეთება, სასტუმრო სახლების მოწყობა, ტრადიციული ხელსაქმის განვითარება); მიღწეული მაჩვენებელი - კეთილმოწყობილია 12 დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურა, გრძელდება 9 ადმინისტრაციის თანამშრომელთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა. განხორციელდა სოციალურ-ეკონომიკური პროექტები ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისათვის (ხიდების შეკეთება, სასტუმრო სახლების მოწყობა, ტრადიციული ხელსაქმის განვითარება);

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022