სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის პერსონალის პროფესიული მომზადება-გადამზადების გზით ქვეყანაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, სასჯელაღსრულების სისტემაში ევროპის საბჭოსა და ...
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის პერსონალის პროფესიული მომზადება-გადამზადების გზით ქვეყანაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, სასჯელაღსრულების სისტემაში ევროპის საბჭოსა და გაეროს სტანდარტების მოთხოვნათა დანერგვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა; სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნების შესაბამის სასწავლო დაწესებულებებთან; სისტემაში მისაღები და მომუშავე კადრების ტესტირების ინსტიტუტის დანერგვა და მისი ჩატარება მოთხოვნილებისამებრ, სისტემაში კვალიფიციური კადრების მიღებისა და ადგილზე მათი ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა; მოქმედი სასწავლო პროგრამების განახლება და ახალი პროგრამების მომზადება ადგილობრივი რესურსებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სწავლების ხარისხის სისტემატური გაუმჯობესების უზრუნველყოფა; განათლებისა და პროფესიული განვითარების ხარისხის უზრუნველყოფა და სასწავლო პროგრამების განვითარება; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემებში ახლად დანერგილი მენტორინგის ინსტიტუტის განვითარება; ახალი სახელმძღვანელოების მომზადება, ბიბლიოთეკის განვითარება;
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022