Find program results

საერთაშორისო თანამშრომლობა (29 06)

Allocated 71 c

Program implementer

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

Program description

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობა; თანამშრომლობის გაღრმავება ...

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობა; თანამშრომლობის გაღრმავება ნატოსთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშრისო ორგანიზაციებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მონაწილეობის მიღება ნატოს ეგიდით წარმოებულ მტკიცე მხარდაჭერის მისიასა (RSM) და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF). აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგისა და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში და მონაწილეობის მიღება ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (EUMAM RCA), მალი (EUTM Mali) და უკრაინა (EEAM Ukraine). პროგრამა ასევე ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო კონფერენციებისა და ღონისძიებების ორგანიზებას.

შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლება, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებით ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობა. მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება. საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 2016 წელს წარმატებით შესრულებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებები; მისიებში მონაწილეობის შედეგად გაუმჯობესებული საბრძოლო გამოცდილება; თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შედეგად, ხელი შეეწყო საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როლის გამოკვეთას და ქვეყანაშიგანხორციელებული წარმატებული რეფორმების საერთაშორისო მასშტაბით გაზიარებას.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციის დადებითად შეფასება ნატოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ნატოს ქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ; მშვიდობის მხარდამჭერ მისიებში საქართველოს წვლილის დადებითად შეფასება ევროკავშირის ხელმძღვანელობის და წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ; გაეროსა და ეუთოსგან საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებების დადებითად შეფასება
1. მიზნობრივი მაჩვენებელი - რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციის დადებითად შეფასება ნატოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ნატოს ქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ; მშვიდობის მხარდამჭერ მისიებში საქართველოს წვლილის დადებითად შეფასება ევროკავშირის ხელმძღვანელობის და წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ; გაეროსა და ეუთოსგან საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებების დადებითად შეფასება. მიღწეული მაჩვენებელი - ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში ერთი ბატალიონით და ერთი ქვეითი ასეულით მონაწილეობა; ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ერთი ქვეითი ასეულით მონაწილეობა; ევროკავშირის მისიებში მონაწილეობა; ნატოს ექსპერტების მიერ ქვედანაყოფების მზადყოფნა და მოქმედებები დადებითად შეფასდა.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022