გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; ...
გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებების, წყლის, ატმოსფერული ჰაერის, ბიომრავალფეროვნების სახელმწიფო მართვა; მიწის დეგრადაციასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება; გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის სრულყოფა და ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა; ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაგეგმილი საქმიანობების შესწავლა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება; ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ცხოველთა (მათ შორის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების) აღრიცხვის და მდგომარეობის შეფასების საფუძველზე მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა; წითელი ნუსხის მიღმა დარჩენილი ცხოველთა სახეობების მდგომარეობის შეფასება, სანადირო სახეობებად განსაზღვრისა და რიგ შემთხვევაში დაცვის უფრო ქმედითი ზომების დანერგვა; გარემოს დაცვის სფეროში საინფორმაციო კამპანიებისა და ღონისძიებების ჩატარება, სახელმწიფო, არასამთავრობო, ბიზნეს და საერთაშორისო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება; დაინტერესებული მხარეებისთვის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022