პროფესიული განათლებისა და მომზადების ერთიანი, ხარისხიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება; ...
პროფესიული განათლებისა და მომზადების ერთიანი, ხარისხიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება; პროფესიული განათლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირთა ჩარიცხვის მაქსიმალურად გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბება; შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა; პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამოყალიბება; მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება; ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვის ხელშეწყობა და საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიული განათლების პროცესში საჭირო ტექნოლოგიური მხარდაჭერით უზრუნველყოფა; არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვა; პროფესიული განათლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება;
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022