Find program results

გარემოსდაცვითი ზედამხედველობა (38 02)

Allocated 97.5 c

Program implementer

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

Program description

გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულყოფა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას, გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი ...

გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულყოფა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას, გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას; კანონდარღვევათა ეფექტური შემაკავებელი პირობების შექმნა და რეგულირების ობიექტების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ნებაყოფლობითი შესრულების სათანადო დონის მიღწევა.

გაუმჯობესებული გარემოს დაცვის ხარისხი; შექმნილი კანონდარღვევათა შემაკავებელი გარემო, უზრუნველყოფილი გამოვლენილ კანონდარღვევებზე დროული და პროპორციული რეაგირება, რისი საშუალებითაც მოხდება ლეგალური საქმიანობის ხელშეწყობა და კონკურენციის თანაბარი პირობების შექმნა; რეგულირების ობიექტების და მოქალაქეების გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებზე ინფორმირებულობის მაღალი დონე და დაინტერესებული მხარეების ფინანსური, მატერიალური და დროითი რესურსების შემცირებული ხარჯი; შექმნილი ახალი ინფრასტრუქტურა, სათანადოდ აღჭურვილი სწრაფი რეაგირების ჯგუფები.
●    შემცირებული გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტები; ●    სხვადასხვა სპეციფიკური მიმართულებებით გადამზადებული თანამშრომლები. გამოვლენილ კანონდარღვევებზე დროული და პროპორციული რეაგირება; ●    რეგულირების ობიექტების გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება. 24-საათიან რეჟიმში განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები. „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება. ელექტრონული სერვისების გაუმჯობესება. ●    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გამართული და სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის შექმნილი საჭირო ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა. დასრულებული ორი ახალი რეგიონალური ოფისი და აღჭურვილი სწრაფი რეაგირების ეკიპაჟები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის სავარაუდო მაჩვენებლები 2015 წლისათვის შეადგენს 100 მილიონ ლარს; მიზნობრივი მაჩვენებელი - გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის სავარაუდო მაჩვენებლები 2016 წელს შემცირებულია 30,0 მლნ ლარამდე და ყოველწლიურად 15-20% მცირდება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - რეგულირების ობიექტებზე გაუთვალისწინებელი (ავარიები, სტიქიური პროცესები) შემთხვევების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის მაჩვენებლის ზრდა 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის ბოლოსთვის დამტკიცებული რეგულირების ობიექტების შემოწმება გეგმის შესაბამისად, შემოწმებულია რეგულირების 180 ობიექტი; სრულად ინსპექტირებულია (მ.შ გეგმიური, არაგეგემიური შემოწმებები და დათვალიერება) 1 900-ზე მეტი ობიექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - დამტკიცებული რეგულირების ობიექტების შემოწმება 2016 წლის გეგმის შესაბამისად, გეგმიურად შემოწმებული რეგულირების ობიექტების რაოდენობა გაზრდილია 10%-ით; ინსპექტირებული (მ.შ გეგმიური, არაგეგემიური შემოწმებები და დათვალიერება) ობიექტების რაოდენობა 2016 წელს 2 500 მიაღწევს და ყოველწლიურად 5-10%-ით გაიზრდება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - რეგულირების ობიექტების საქმიანობის შეჩერება დეპარტამენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, რაც შესაბამისად გამოიწვევს შემოწმების მომდევნო წლებში გადადებას, ან ლიცენზიანტების მიერ ლიცენზიის ნებაყოფლობით გაუქმება ან გასხვისება, რაც თავისთავად გამოიწვევს შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობის შემცირებას 3 საბაზისო მაჩვენებელი - სამართალდამრღვევი ობიექტების 65-70% დადგენილ გონივრულ ვადებში ასრულებს გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრულ ვალდებულებს; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზო მაჩვენებელთან შედარებით ყოველწლიურად 5-10%-ით იზრდება იმ სამართალდამრღვევი ობიექტების რაოდენობა, რომელთაც შეასრულეს გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრული ვალდებულები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - შემაკავებელი გარემოს შესუსტება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სამართალდამრღვევ ობიექტთა მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა 4 საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით 8 საოფისე შენობა (თბილისი, მცხეთა, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, თელავი, გორი, ოზურგეთი) და სწრაფი რეაგირების 34 არასრულად აღჭურვილი ეკიპაჟი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წლისთვის აშენებული 4 ახალი საოფისე შენობა (სამცხე-ჯავახეთის, რაჭის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში) და სრულად აღჭურვილი სწრაფი რეაგირების 34 ეკიპაჟი, მომდევნო წლებში ყოველ სამსახურს ემატება თითო სრულად აღჭურვილი სწრაფი რეაგირების ეკიპაჟი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% 5 საბაზისო მაჩვენებელი - ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის გადამზადებულ თანამშრომელთა რაოდენობა არ აღემატება სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობის 10%-ს (36 ერთეული); ამ ეტაპზე დეპარტამენტს გააჩნია მხოლოდ ერთი ერთეული მცურავი საშუალება - კატარღა, შესაბამისად, დეპარტამენტს არ ჰქონდა თანამშრომლების აღნიშნული მიმართულებით გადამზადების საჭიროება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წლისთვის გადამზადებულია ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის 250 თანამშრომელი, რომელთაც გავლილი აქვთ სწავლება მცურავი საშუალებების სწორი და უსაფრთხო წესით გამოყენების მიზნით; გადამზადებულ თანამშრომელთა რიცხვი ყოველწლიურად 20-25%-ით იზრდება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - კადრების ხშირი მობილობა
1.                  საბაზისო მაჩვენებელი - გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის სავარაუდო მაჩვენებლები 2015 წლისათვის შეადგენს 100 მილიონ ლარს; მიზნობრივი მაჩვენებელი - გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის სავარაუდო მაჩვენებლები 2016 წელს შემცირებულია 30,0 მლნ ლარამდე და ყოველწლიურად 15-20% მცირდება; მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წლისთვის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგენა 6.5 მლნ ლარი; 2. საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის ბოლოსთვის დამტკიცებული რეგულირების ობიექტების შემოწმება გეგმის შესაბამისად, შემოწმებულია რეგულირების 180 ობიექტი; სრულად ინსპექტირებულია (მ.შ გეგმიური, არაგეგემიური შემოწმებები და დათვალიერება) 1 900-ზე მეტი ობიექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - დამტკიცებული რეგულირების ობიექტების შემოწმება 2016 წლის გეგმის შესაბამისად, გეგმიურად შემოწმებული რეგულირების ობიექტების რაოდენობა გაზრდილია 10%-ით; ინსპექტირებული (მ.შ გეგმიური, არაგეგემიური შემოწმებები და დათვალიერება) ობიექტების რაოდენობა 2016 წელს 2 500 მიაღწევს და ყოველწლიურად 5-10%-ით გაიზრდება; მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წლის განმავლობაში განხორციელდა 201 რეგულირების ობიექტის (12%-ით მეტი, ვიდრე 2015 წელს) გეგმიური შემოწმება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ დამტკიცებული რეგულირების ობიექტების 2016 წლის შემოწმებათა გეგმის შესაბამისად. ინსპექტირებული (მ.შ გეგმიური, არაგეგემიური შემოწმებები და დათვალიერება) ობიექტების რაოდენობამ 2016 წელს შეადგინა 3 206 (გაიზარდა 68%-ით 2015 წელთან შედარებით); 3. საბაზისო მაჩვენებელი - სამართალდამრღვევი ობიექტების 65-70% დადგენილ გონივრულ ვადებში ასრულებს გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრულ ვალდებულებს; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზო მაჩვენებელთან შედარებით ყოველწლიურად 5-10%-ით იზრდება იმ სამართალდამრღვევი ობიექტების რაოდენობა, რომელთაც შეასრულეს გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრული ვალდებულები; მიღწეული მაჩვენებელი - სამართალდამრღვევი ობიექტების 70%-ის მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში შესრულდა გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრულ ვალდებულები. 4. საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით 8 საოფისე შენობა (თბილისი, მცხეთა, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, თელავი, გორი, ოზურგეთი) და სწრაფი რეაგირების 34 არასრულად აღჭურვილი ეკიპაჟი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წლისთვის აშენებული 4 ახალი საოფისე შენობა (სამცხე-ჯავახეთის, რაჭის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში) და სრულად აღჭურვილი სწრაფი რეაგირების 34 ეკიპაჟი, მომდევნო წლებში ყოველ სამსახურს ემატება თითო სრულად აღჭურვილი სწრაფი რეაგირების ეკიპაჟი; მიღწეული მაჩვენებელი - დაწყებულია 3 ახალი საოფისე შენობის სამშენებლო სამუშაოები (ქ. ახალციხე, ქ. ბათუმი და ქ. ამბროლაური). აღიჭურვა სწრაფი რეაგირების 34 ეკიპაჟი. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - საანგარიშო პერიოდში ვერ განხორციელდა დაგეგმილი 4 ახალი საოფისე შენობის (სამცხე-ჯავახეთის, რაჭის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში) მშენებლობა, გამოვლინდა მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის განმეორებითი ექსპერტიზის, ზოგ შემთხვევაში - განმეორებითი ტენდერის ჩატარების საჭიროება. შემსრულებლებთან დაიდო 2-წლიანი ხელშეკრულებები (2016-2017 წ.წ.), მშენებლობების დასრულება გათვალისწინებულია 2017 წლისათვის. 5. საბაზისო მაჩვენებელი - ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის გადამზადებულ თანამშრომელთა რაოდენობა არ აღემატება სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობის 10%-ს (36 ერთეული); ამ ეტაპზე დეპარტამენტს გააჩნია მხოლოდ ერთი ერთეული მცურავი საშუალება - კატარღა, შესაბამისად, დეპარტამენტს არ ჰქონდა თანამშრომლების აღნიშნული მიმართულებით გადამზადების საჭიროება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წლისთვის გადამზადებულია ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის 250 თანამშრომელი, რომელთაც გავლილი აქვთ სწავლება მცურავი საშუალებების სწორი და უსაფრთხო წესით გამოყენების მიზნით; გადამზადებულ თანამშრომელთა რიცხვი ყოველწლიურად 20-25%-ით იზრდება; მიღწეული მაჩვენებელი - გადამზადდა 100-მდე თანამშრომელი მცურავი საშუალებების სწორი და უსაფრთხო წესით გამოყენების კუთხით. მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების (სახერხი საამქროების) ელექტრონულ სისტემის დანერგვასა და ახალი საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების 200-მდე თანამშრომელს. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 2016 წლისთვის როგორც დაგეგმილი იყო, ვერ გადამზადდა ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის 250 თანამშრომელი, კადრების გადამზადების პროცესი შეფერხდა დეპარტამენტში 2016 წელს განხორციელებული რეორგანიზაციისა და კადრების კონკურსის წესით შერჩევის პროცედურების გამო. სწავლებები გაგრძელდება 2017 წელს.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022