Find program results

მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების დარგში (28 02)

Allocated 84.8 c

Program implementer

სსიპ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი

Program description

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა და სხვა უწყებებში საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება; ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა და სხვა უწყებებში საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება; სასწავლო ცენტრის სრულყოფა (თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი პროგრამების შემუშავება და არსებული პროგრამების დახვეწა); მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება მსოფლიოს წამყვან დიპლომატიურ სკოლებთან და აკადემიებთან; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის ბიბლიოთეკის გამდიდრება;

საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო კურსების და საჯარო ლექციების მომზადება და ჩატარება; საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლება.
·         განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებში საერთაშორისო ურთიერთობებზე მომუშავე მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება; ·         ტრადიციულ კურსებთან ერთად შეიქმნა და წარმატებით განხორციელდა რამდენიმე ახალი სასწავლო და უცხო ენის კურსი;
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - სათანადო ლიტერატურით გამდიდრებული ბიბლიოთეკა; სასწავლო ცენტრის ამაღლებული ცნობადობა და ეფექტური მუშაობა ყველა მიმართულებით; ტრენინგების, სემინარების და ლექციების შედეგად ამაღლებული კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების რაოდენობა; სასწავლო ცენტრში წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა; მსოფლიოს წამყვან დიპლომატიურ სკოლებთან და აკადემიებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმები
1.მიზნობრივი მაჩვენებელი - სათანადო ლიტერატურით გამდიდრებული ბიბლიოთეკა; მიღწეული მაჩვენებელი - 6 ათეული წიგნით გამდიდრებული სასწავლო ცენტრის ბიბლიოთეკა; 2.მიზნობრივი მაჩვენებელი - ტრენინგების, სემინარების და ლექციების შედეგად ამაღლებული კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების რაოდენობა; მიღწეული მაჩვენებელი - კვალიფიკაცია ამაღლებული 521 საჯარო მოხელე; 3.მიზნობრივი მაჩვენებელი - სასწავლო ცენტრში წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა; მიღწეული მაჩვენებელი - ჩატარებული 1 გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა (შესავალი კურსი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში - 107 სთ.), 11 საჯარო ლექცია, 14 მოკლევადიანი სასწავლო კურსი, 3 უცხო ენის შემსწავლელი კურსი; 4.მიზნობრივი მაჩვენებელი - მსოფლიოს წამყვან დიპლომატიურ სკოლებთან და აკადემიებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმები. მიღწეული მაჩვენებელი - ურთიერთგაგების ხელმოწერილი 8 მემორანდუმი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022