Find program results

ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (32 07)

Allocated 95.7 c

Program implementer

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA - GEORGIA)

Program description

ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება; ...

ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება; სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება; საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება; ადგილობრივი ეკონომიკისათვის რელევანტური, ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი, პროფესიული განათლების ხელშეწყობა; მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის დარგში; საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სფეროში ბაკალავრიატის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების გაძლიერება.

კვალიფიციური კადრების მომზადება კონკურენტული შრომითი ბაზრისთვის; საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის (მათ შორის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების) თანაბარი შესაძლებლობების და გაუმჯობესებული ხარისხის სასწავლო პირობების და გარემოს უზრუნველყოფა; საქართველოს საჯარო სკოლების ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, გეოგრაფიის, ინგლისური ენისა და მათემატიკის პედაგოგების კვალიფიკაცია არის საგრძნობლად ამაღლებული; საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები აუმჯობესებენ შედეგებს ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებში მათემატიკის, ინგლისური ენისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით; საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სფეროში, ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების გაძლიერება.
·         შრომის ბაზარზე გაიზარდა კვალიფიციური კადრების რაოდენობა, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების განხორციელების გზით; ·         დაფინანსებული პროექტები საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციის და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით; ·         რეაბილიტირებული და ლაბორატორიებით აღჭურვილი რიგი საჯარო სკოლები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - შეირჩა რიგი საჯარო სკოლები და მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და სატენდერო პაკეტები; მიზნობრივი მაჩვენებელი - შერჩეული საჯარო სკოლების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - ტექნიკურ უზრუნველყოფაში შეფერხება 2 საბაზისო მაჩვენებელი - განხორციელდა პროფესიული განათლების სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზი, პრობლემების შესწავლა და საჭიროებების გამოვლენა; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებული რიგი პროფესიული სასწავლებლების დაფინანსება მათ მიერ წარმოდგენილი პროექტის საკონკურსო განაცხადის საფუძველზე. კერძოდ, არსებული ინფრასტრუქტურის, სასწავლო ბაზის, სასწავლო პროგრამებისა და სხვა რესურსების საჭიროების გათვალისწინებით (საშუალოდ 16 პროფესიული კოლეჯი); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - ტექნიკურ უზრუნველყოფაში შეფერხება, წარმოდგენილი პროექტებში დაშვებული ხარვეზების არსებობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - პროექტის „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ განხორციელებისათვის მოსამზადებელი სამუშაეობის ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში აშშ-ის საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას; მიზნობრივი მაჩვენებელი - საგანმანათლებლო პროექტის შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სტუდენტების განსხვავებული შესაძლებლობები 4 საბაზისო მაჩვენებელი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისების მიზნით ჩატარდა ინოვაციის კონკურსი. ექსპერტების მიერ განხილულ იქნა საქართველოს ცხრა რეგიონის, 77 სკოლის, 85 გუნდის 88 საკონკურსო განაცხადი; მიზნობრივი მაჩვენებელი - გამოვლინდება გამარჯვებული გუნდები, რომლებზეც გაიცემა მცირე გრანტები წარმოდგენილი პროექტების დახვეწა/დასრულებისათვის (საშუალოდ 20 გუნდი); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - მოსწავლეთა განსხვავებული შესაძლებლობები
1.     საბაზისო მაჩვენებელი - მომზადდა რიგი საჯარო სკოლების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - საჯარო სკოლების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება; მიღწეული - განხორციელდა 12 საჯარო სკოლების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მომზადდა 32 საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2.     საბაზისო მაჩვენებელი - განხორციელდა პროფესიული განათლების სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზი, პრობლემების შესწავლა და საჭიროებების გამოვლენა; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებული რიგი პროფესიული სასწავლებლების დაფინანსება მათ მიერ წარმოდგენილი პროექტის საკონკურსო განაცხადის საფუძველზე. კერძოდ, არსებული ინფრასტრუქტურის, სასწავლო ბაზის, სასწავლო პროგრამებისა და სხვა რესურსების საჭიროების გათვალისწინებით (საშუალოდ 16 პროფესიული კოლეჯი); მიღწეული - პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში შერჩეულია/დაფინანსებულია 10 პროექტი (45-ზე მეტი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) 3.     საბაზისო მაჩვენებელი - პროექტის „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ განხორციელებისათვის მოსამზადებელი სამუშაეობის ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში აშშ-ის საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას; მიზნობრივი მაჩვენებელი - საგანმანათლებლო პროექტის შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში; მიღწეული - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 4 ამერიკულ საბაკალავრო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წელს ჩაირიცხა 110 სტუდენტი, სან დიეგოს პროგრამებზე სწავლობს 206 ქართველი და უცხოელი სტუდენტი; 4.     საბაზისო მაჩვენებელი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისების მიზნით ჩატარდა ინოვაციის კონკურსი. ექსპერტების მიერ განხილულ იქნა საქართველოს ცხრა რეგიონის, 77 სკოლის, 85 გუნდის 88 საკონკურსო განაცხადი; მიზნობრივი მაჩვენებელი - გამოვლინდება გამარჯვებული გუნდები, რომლებზეც გაიცემა მცირე გრანტები წარმოდგენილი პროექტების დახვეწა/დასრულებისათვის (საშუალოდ 20 გუნდი). მიღწეული - ათასწლეულის ინოვაციის მეორე კონკურსზე, 10 ფინალისტი გუნდის მიერ წარმოდგენილი ინოვაციური პროექტების საფუძველზე გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდის პროექტი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022