საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროგრამები მომსახურების ხარისხის განვითარებას ემსახურება, რაც უზრუნველყოფს თითოეული მომხმარებლისთვის პროცედურების გამარტივებას სწრაფი, ინოვაციური, ...
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროგრამები მომსახურების ხარისხის განვითარებას ემსახურება, რაც უზრუნველყოფს თითოეული მომხმარებლისთვის პროცედურების გამარტივებას სწრაფი, ინოვაციური, მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებით. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, როგორც ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციის განმახორციელებელი სუბიექტი, წამყვანი მმართველობითი ფუნქციის მქონე ორგანო ქვეყანაში სტაბილური საკორპორაციო ურთიერთობებისა და ჯანსაღი ბიზნესგარემოს დამკვიდრებისთვის განსაზღვრავს რამოდენიმე ძირითად მიმართულებას, ესენია: ეროვნულ–გეოდეზიური საფუძვლების შექმნა, რაც გულისხმობს გეოდეზიური პუნქტების კოორდინატებისა და სიმაღლეების განსაზღვრას ახალ სახელმწიფო სისტემაში. საჭიროა ჩატარდეს შემდეგი ტიპის სამუშაოები: ძველსა და ახალ სახელმწიფო კოორდინატთა სისტემებს შორის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა, სიმაღლური სანიველირო რეპერების მოკვლევა, ჩატარებული სანიველირო სვლების პირველადი დამუშავება და საბოლოო გაწონასწორება გრავიმეტრიულ მონაცემებზე დაყრდნობით. ახალი ციფრული ტოპოგრაფიული რუკების შექმნის მიზნით შედგება სამუშაოების ტექნიკური პროექტი, პრობლემური არეალების შერჩევა, გამოკვლევა და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, სახელმწიფო ამზომველების ქსელის ფორმირება, მიწის ნაკვეთების აზომვების განხორციელება „GEO-CORS“-ის (მუდმივმოქმედი საინფორმაციო სისტემა საქართველოში) გამოყენებით. აღნიშნული სისტემა შესაძლებელს ხდის მიწის აზომვას დაჩქარებული მეთოდითა და გაცილებით იაფი აღჭურვილობით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი საამზომველო კომპანიების ბიზნესის წარმოების განვითარებას. საქართველოს ტერიტორია უნდა დაიფაროს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მონაცემებით. განახლებული ციფრული ტოპოგრაფიული რუკები ერთ-ერთი მთავარი საფუძველია ადგილმდებარეობის დეტალური შესწავლისთვის, დასახლებული პუნქტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის, საავტომობილო და სარკინიგზო გზების, სამელიორაციო სისტემების, ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სხვადასხვა სახის საქროექტო საძიებო სამუშაოების განსახორციელებლად. საჭიროა შეიქმნას ტერიტორიების ახალი ციფრული ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკები. აუცილებელია საჯარო რეესტრის IT ინფრასტრუქტურის სრულყოფა, როგორც არსებული ელექტრონული სერვისების უწყვეტად და სწრაფად მომსახურება, ასევე სამომავლო მზარდი დატვირთვებისთვის ინფრასტრუქტურის გაფართოება. ერთ–ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ძველი მასალების დამუშავება, დიგიტალიზება, აღრიცხვა, სისტემატიზაცია. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის ამოქმედებამდე წარმოებული ქაღალდის დოკუმენტაცია საჭიროებს დამუშავებას, დასკანირებას და ცენტრალიზებული ელექტრონული არქივის შექმნას, სისტემატიზაციას, ციფრულ ფორმატში გადატანასა და ამ გზით მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. სააგენტოს მიერ დაგეგმილია რეგიონებში არსებულ ქონებაზე უფლებათა რეესტრის მონაცემთა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დამუშავება/განახლება და დასკანირება, რისთვისაც საჭიროა რეგიონებში საძიებო ბაზების გარეშე არსებული აღნიშნული საარქივო დოკუმენტების აღწერა, საძიებო ბაზების შედგენა და თბილისში გადმოტანა დამუშავება/დასკანირებისთვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში არსებული არაძებნადი ყველა სახის მოქალაქეთა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთად თავმოყრა, შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში აღწერა, საძიებო კატალოგის შედგენა, დიგიტალიზება და ეფექტურად დაცვის უზრუნველყოფა განაპირობებს საკუთრების უფლების დასაცავად მაღალი სტანდარტების დანერგვას და საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობის უზრუნველყოფას, სარეგისტრაციო/საინფორმაციო მომსახურების განხორციელებისა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივებას, ცენტრალიზებულ და მოწესრიგებულ არქივს. მეწარმეთა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული იურიდიული პირების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაცია; საქმიანობის რეესტრის შექმნა და შესაბამისად სტატისტიკური მონაცემების არსებობა; ბიზნესის პირველადი ელექტრონული რეგისტრაციის დანერგვა და მოქალაქეზე მორგებული, გამარტივებული მომსახურება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ეროვნულ სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება. სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის ქვეყნის მართვის პროცესის გაუმჯობესების მსოფლიოში აპრობირებული ტექნოლოგიური საშუალება, რომლის შექმნა საქართველოში, მისი რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული, სოციალური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება.მისი, როგორც საინფორმაციო ქსელურ–ანალიტიკური სისტემის მთავარი პრინციპია მონაცემების გახსნილი, დეცენტრალიზებული, მაგრამ კოორდინირებული მართვა, რომელიც ორიენტირებულია მრავალფუნქციურ მოხმარებაზე და გაზიარებაზე.