Find program results

ენერგეტიკის სფეროში პოლიტიკის განხორციელება (36 01 01)

Allocated 134.3 c

Program implementer

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

Program description

ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია. ...

ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია. საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ელექტროენერგიის დამატებითი, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების, ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. არსებული წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, მოქმედი ინვესტორების საქმიანობის კოორდინაცია, აღნიშნულის ფარგლებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონოტორინგი, კომპანიების ყოველწლიური სამუშაო გეგმების და ბიუჯეტების განხილვა, შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი. ინვესტორებისაგან ყველა სახის ტექნიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება, სისტემატიზაცია, ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა. ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. შავი ზღვის შელფის საქართველოს ნაწილზე ნახშირწყალბადების რესურსების ათვისების მიზნით პოტენციური ინვესტორების მოძიება.

ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის დონის ამაღლება. ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარება ენერგომომარაგების უზრუნველყოფის გზით. ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და გაზრდა. ახალი საბადოების გახსნა/ათვისება. საქართველოს ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. თანამედროვე მოთხოვნების ნავთობ/გაზგადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, საერთაშორისო ნორმების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვა.
·         გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები, ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე. ·         ექსპლუატაციაში შევიდა ტყიბულის ქვანახშირის თბოსადგური; ·         გაიცა ლიცენზიები და ოპერირება დაიწყო; ტყიბულის ქვანახშირის თბოსადგურმა, ,,შაქშაქეთი ჰესმა’’, ,,საგურამო ჰესმა“, ქართლის ქარის ელექტროსადგურმა, ,,დარიალი ჰესმა“. ·       საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 10 ათასამდე ახალ აბონენტს; ·         ლენტეხის, ბაღდათის, დუშეთის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ის სოფლები რომლებსაც არ მიეწოდებოდათ ელექტორენერგია. ელექტროენერგიით უზრუნველყოფილია დამატებით ახალი 113 აბონენტი. ·         2016 წლის განმავლობაში ნავთობზე დაფიქსირებული დაბალი საერთაშორისო ფასების გამო, ინვესტორები არ იყვნენ დაინტერესებულები საძიებო პროექტებით საქართველოში. ასეთი, ტენდენციის ფონზე თავისუფალ სალიცენზიო ბლოკებზე ტენდერის გამოცხადება ჩაითვალა მიზანშეუწონლად. ·         განხორციელდა გარემოსა და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის მონიტორინგის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინეუბლი ყველა მომპოვებელი სალიცენზიო ბლოკის ინსპექტირება;
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალი ჰიდროელექტროსადგურების რაოდენობა; ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა; ნავთობ/გაზპროდუქტების ეროვნული წარმოების განვითარება; ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დონე
·         ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების 26 მემორადნუმი. ·         148.4 მგვტ დადგმული სიმძლავრის ახალი ელექტროგენერაციის სადგურები ·         სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დამტკიცებულ იქნა 14 განაცხადი, მათ შორის: 2 ბურღვის პროექტი; 2 განაცხადი ნავთობისა და გაზის ნარჩენების ჩაჭირხვნაზე; 8 განაცხადი ჭაბურღილების დროებითი (სამ თვის ვადით) კონსერვაციაზე; 1 განაცხადი მეორე ლულის ბურღვაზე; 1 განაცხადი ნარჩენების განთავსებაზე. ·         შემოწმებულ იქნა 5 სალიცენზიო ნავთობმომპოვებელი ბლოკის ინსპექტირება.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022