მეწარმე სუბიექტების შესახებ საჭირო ინფორმაციის მარტივად და დროულად მიღების მიზნით „ონლაინ ბიზნეს-კატალოგის“ ფორმატის საძიებო ვებპორტალის შექმნა; ...
მეწარმე სუბიექტების შესახებ საჭირო ინფორმაციის მარტივად და დროულად მიღების მიზნით „ონლაინ ბიზნეს-კატალოგის“ ფორმატის საძიებო ვებპორტალის შექმნა; საქართველოში ექსპორტ-იმპორტის შესახებ და საბაჟოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება-დამუშავება; მეწარმე სუბიექტებისათვის შესაბამისი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებისა და რეკომენდაციების გაწევა; დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების კუთხით საერთაშორისო (რეგიონული) საარბიტრაჟო იმსტიტუტის განვითარება და საქართველოს ეროვნული მედიაციის ცენტრის შექმნა; საქართველოში ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების გზით სოციალური ფონის გაუმჯობესების მიზნით პროფესიული განათლების კოორდინაცია და პროფესიული განათლების ცენტრის შექმნა; თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების გათვალისწინებით საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება; საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში რეგიონული პალატების განვითარება; ბიზნეს-კატალოგის განახლებადი და ყოველწლიური ბეჭვდვითი ვერსიის შექმნა; საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების ელექტრონული სისტემის დანერგვა; „ატა კარნეტი“-ს საერთაშორისო სასაქონლო პასპორტისა და „ბიო სერტიფიკატების“ გაცემასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება; ბიოუსაფრთხოების სფეროს ეფექტური მართვისა და კოორდინაციის მიზნით ბიოუსაფრთხოებისა და აკრედიტაციის ეროვნული კომისიის შექმნა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022