ნატო-საქართველოს კომისიის სხდომების კოორდინაცია; ...
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომების კოორდინაცია; საქართველოს 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შემუშვება და განხრციელების მონიტორინგი და კოორდინაცია; თვით-შეფასების დოკუმენტის მომზადება; საზოგადოების ინფორმირება ნატო-სა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ; ნატოსთან არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების ხელშეწყობა; „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“ და „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია; ევროკავშირის ინიციატივების - „აღმოსავლეთ პარტნიორობის” (Eastern Partnership) და „პარტნიორობა მობილურობისათვის” (Mobility Partnership) ფარგლებში თანამშრომლობის განვითარება; ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის 2015 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია; ევროკავშირის დახმარების ფარგლებში გათვალისწინებული საერთაშორისო ფინანსური შეთანხმებების მომზადება და ხელმოწერა, მიმდინარე ევროკავშირის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ეფექტური კოორდინაცია დახმარების მიმღები დარგობრივი უწყებების შესაძლებლობების გაზრდა ევროკავშირის დახმარების პროექტების განხორციელების პროცედურების შესახებ.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022