Find program results

ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და მთარგმნელობითი ცენტრის განვითარება (26 11)

Allocated 0 c

Program implementer

სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

Program description

ნორმატიული აქტების, კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, სასამართლო გადაწყვეტილებების, სხვა დოკუმენტებისა და ინფორმაციის, აგრეთვე ნორმატიული აქტების ოფიციალური ...

ნორმატიული აქტების, კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, სასამართლო გადაწყვეტილებების, სხვა დოკუმენტებისა და ინფორმაციის, აგრეთვე ნორმატიული აქტების ოფიციალური თარგმანის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნება; ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, სამართლებრივი აქტების საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; საქართველოს კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანა ელექტრონული სახით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და შემდგომ ანგარიშგებასთან დაკავშირებული ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის ქართულ ენაზე თარგმნა, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის/კანონპროექტების ინგლისურ ენაზე თარგმნა. განხორციელდა სატრენინგო პროგრამა „იურიდიული თარგმნის უნარის განვითარება“, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 25 თანამშრომელი, რომლებმაც ასევე გაიარეს მოსამზადებელი კურსი და წარმატებით ჩააბარეს გამოცდა ILEC-ში (საერთაშორისო სერტიფიკატი იურიდიულ ინგლისურში). მათგან 10 თანამშრომელი გადამზადდა ტრენერად , ისინი თარგმნა/რედაქტირებასთან ერთად მოამზადებენ ახალ კადრებს. ჩატარდა ტრენინგი მთარგმნელობითი კომპიუტერული პროგრამის “SDL Trados Studio”-ს გამოყენებაში, ევროკავშირის პროექტის „კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საქართველოში“ (Capacity Building in International Relations, Georgia) ფარგლებში. კომპიუტერული პროგრამა „SDL Trados Studio“ ზრდის თარგმანის პროცესის პროდუქტიულობას. „SDL Trados Studio“-ს სერვერზე მიმდინარეობს ერთიანი მთარგმნელობითი მეხსიერების (TM) და ერთიანი ტერმინოლოგიური ბაზის (TB) განთავსება და პერიოდული განახლება. სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ გეგმავს სამართლებრივ თარგმანში სასერთიფიკატო კურსების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და შემდგომ მათ მთარგმნელობით ცენტრში დასაქმებას. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება კადრების დივერსიფიცირება ინგლისურ და ქართულ მიმართულებებად. 2016 წლიდან ცენტრი გეგმავს ქართული მიმართულების განყოფილების ამოქმედებას და განვითარებას. დაინტერესებული პირებისა თუ მიზნობრივი ჯგუფების პროფესიული საქმიანობისა და საინფორმაციო მიზნებისათვის საჭირო სხვადასხვა ნორმატიული აქტების, წიგნებისა და იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური ვერსიების ხელმისაწვდომობის მიზნით ფუნქციონირებას განაგრძობს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სტამბა, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული ლიტერატურის - საკანონმდებლო აქტების, წიგნების, სამეცნიერო ნაშრომებისა და სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონების ბეჭდვასა და გამოცემას. ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებებისთვის საქმიანი ქაღალდების დამზადებასა და პოლიგრაფიული მომსახურების გაწევას.

ქართულ ენაზე თარგმნილი ევროკავშირის კანონმდებლობა და ინგლისურ ენაზე თარგმნილი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები სამართლებრივი აქტებისა და იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური ვერსიების ხელმისაწვდომობა საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება
·   ქართულ ენაზე ითარგმნა ევროკავშირის კანონმდებლობა და, ასევე, ინგლისურ ენაზე ითარგმნა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები; ·   უზრუნველყოფილი იქნა სამართლებრივი აქტების და იურიდიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობა; ·   ხელი შეეწყო საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას;
1 საბაზისო მაჩვენებელი - ქართულ ენაზე ითარგმნა სხვადასხვა სახის დოკუმენტები 403 გვერდი და ევროკავშირის კანონმდებლობა 49 გვერდი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს თარგმნილი ევროკავშირის კანონმდებლობის - 3000-მდე გვერდი, 2017 წელს - 3500-მდე გვერდი, 2018 წელს - 5500-მდე გვერდი, 2019 წელს - 7500-მდე გვერდი და სხვა ტიპის დოკუმენტები მოთხოვნის შესაბამისად; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - კვალიფიციური კადრების გადინება 2 საბაზისო მაჩვენებელი - ინგლისურ ენაზე თარგმნილი საქართველოს საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების 3238 გვერდი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში, ყოველწლიურად ინგლისურ ენაზე თარგმნილი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტის 5000-მდე გვერდი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - კვალიფიციური კადრების გადინება 3 საბაზისო მაჩვენებელი - გამოცემულია 4 დასახელების საკანონმდებლო აქტი (კოდექსი) და იურიდიული ლიტერატურა. წლის ბოლომდე გამოიცემა ერთი ტერმინოლოგიური ლექსიკონი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში, ყოველწლიურად 10 საკანონმდებლო აქტისა (კოდექსი) და იურიდიული ლიტერატურის, ერთი ტერმინილოგიური ლექსიკონის გამოცემა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 3 აქტი; შესაძლო რისკები - საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების ხშირი განხორციელება 4 საბაზისო მაჩვენებელი - მაცნეს ვებგვერდზე დარეგისტრირებულია 46 494 მომხმარებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში, ყოველწლიურად მომხმარებელთა 1 500 მომხმარებლით ზრდა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 300 მომხმარებელი; შესაძლო რისკები - „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ახალი პროგრამული ფუნქციონალების დამატების შეფერხება
1.საბაზისო მაჩვენებელი - ქართულ ენაზე ითარგმნა სხვადასხვა სახის დოკუმენტები 403 გვერდი და ევროკავშირის კანონმდებლობა 49 გვერდი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს თარგმნილი ევროკავშირის კანონმდებლობის - 3000-მდე გვერდი, 2017 წელს - 3500-მდე გვერდი, 2018 წელს - 5500-მდე გვერდი, 2019 წელს - 7500-მდე გვერდი და სხვა ტიპის დოკუმენტები მოთხოვნის შესაბამისად; მიღწეული მაჩვენებელი - ითარგმნა ევროკავშირის კანონმდებლობა − 1 710 გვერდი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - მიზნობრივ და მიღწეულ მაჩვენებლებს შორის სხვაობამ შეადგინა 1 290 გვერდი, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ“, გარდა ევროკავშირის კანონმდებლობისა, თარგმნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი დოკუმენტი, მათ შორის, „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებები, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სახელმძღვანელოები და ა.შ. სულ 2 142 გვერდი; 2.საბაზისო მაჩვენებელი - ინგლისურ ენაზე თარგმნილი საქართველოს საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების 3238 გვერდი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში, ყოველწლიურად ინგლისურ ენაზე თარგმნილი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტის 5000-მდე გვერდი; მიღწეული მაჩვენებელი - ინგლისურ ენაზე ითარგმნა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი − 3 718 გვერდი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - მიზნობრივ და მიღწეულ მაჩვენებლებს შორის სხვაობამ შეადგინა 1 282 გვერდი, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ“, გარდა ევროკავშირის კანონმდებლობისა, თარგმნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი დოკუმენტი, მათ შორის, „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებები, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სახელმძღვანელოები და ა.შ. სულ 2142 გვერდი; 3.საბაზისო მაჩვენებელი - გამოცემულია 4 დასახელების საკანონმდებლო აქტი (კოდექსი) და იურიდიული ლიტერატურა. წლის ბოლომდე გამოიცემა ერთი ტერმინოლოგიური ლექსიკონი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში, ყოველწლიურად 10 საკანონმდებლო აქტისა (კოდექსი) და იურიდიული ლიტერატურის, ერთი ტერმინილოგიური ლექსიკონის გამოცემა; მიღწეული მაჩვენებელი - გამოიცა 10 (ათი) საკანონმდებლო აქტი და იურიდიული ლიტერატურა; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - არ მოხდა ტერმინოლოგიური ლექსიკონის გამოცემა, ვინაიდან ვებგვერდზე დაემატა ონლაინლექსიკონის ფუნქციონალი; 4.საბაზისო მაჩვენებელი - მაცნეს ვებგვერდზე დარეგისტრირებულია 46 494 მომხმარებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში, ყოველწლიურად მომხმარებელთა 1 500 მომხმარებლით ზრდა; მიღწეული მაჩვენებელი - მაცნეს ვებგვერდზე დარეგისტრირებულია 60 595 მომხმარებელი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022