Find program results

საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა (28 01 01)

Allocated 95.1 c

Program implementer

საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტრო

Program description

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დარჩენილ წევრ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; ...

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დარჩენილ წევრ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების ქსელის გაფართოება; არსებული წარმომადგენლობების მიერ გადაფარვის არეალის გაზრდა; ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაცია; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და მისი დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობა; ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დასრულება; საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ინტენსიფიკაცია; ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP)ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება; 2016 წლის განმავლობაში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა; NATO-ს ვარშავის სამიტზე მოკავშირეების მხრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის დაფიქსირება; NATO-საქართველოს „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განხორციელების ხელშეწყობა; NATO-ს წევრ ქვეყნებთან აქტიური პოლიტიკური კონსულტაციების წარმოება; წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების სათანადოდ წარმოჩენა; საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარება და ინტენსიფიკაცია; საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების მიზნით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მათი როლის გასაძლიერებლად; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უცხო ქვეყნების ბიზნეს-სუბიექტების მიერ უკანონო საქმიანობისა და კონტაქტების დამყარების პრევენცია; მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით, თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობა და ამ პროცესებში დიპლომატიური ურთიერთობების აქტიური გამოყენება; უცხოური ინვესტიციების მოზიდვა - საქართველოს საინვესტიციო კლიმატის და საინვესტიციო სფეროების, ეკონომიკური რეფორმების, ადგილობრივი და რეგიონული პროექტების, აგრეთვე საქართველოს საგარეო სავაჭრო რეჟიმის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება; საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობა; ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიების გამართვის მეშვეობით; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ეფექტური მომსახურება და კრიზისულ სიტუაციებში შესაბამისი დახმარების გაწევა, მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის კუთხით მუშობის გაუმჯობესება; საკონსულო საქმიანობის განხორციელების/გადაფარვის არეალის გაზრდა.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების და სხვა დოკუმენტების მიღება; საქართველოს დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემატიკის აქტუალიზაცია საერთაშორისო არენაზე; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა; აშშ-ს, ევროპის სახელმწიფოებისა და სხვა პარტნიორი-ქვეყნების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის შემდგომი გატარება და გაძლიერება; ჟენევის საერთაოშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და დღის წესრიგის შენარჩუნება და ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევა; ოკუპირებული რეგიონების არაღიარებასთან და რუსეთის, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებით ერთიანი მტკიცე პოზიციის ჩამოყალიბება საერთაშორისო არენაზე; საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემატიკის აქტუალიზაცია საერთაშორისო არენაზე, მათ შორის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღება; საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელება და შემდგომი გაძლიერება; ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციისთვის შემუშავებული ეროვნული სამოქმედო გეგმით 2016 წელს გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება; ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება; სავიზო დიალოგის დასრულება; მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება საქართველოსა და ევროკავშირში; NATO-ს წევრი ქვეყნების ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლებიც მზად იქნებიან ვარშავის სამიტზე საქართველოს საკითხის ლობირებისთვის; „სპეციალური პაკეტით“ გათვალისწინებული ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება; წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) წარმატებით განხორციელების შედეგად NATO-ს სტანდარტებთან მიახლოვება; აშშ-ს, ევროპის და სხვა რეგიონების სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება; აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს მხარდაჭერის აქტის შემუშავება (Georgia Support Act), აშშ-საქართველოს ქარტიის ოთხი მიმართულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრების, ასევე სამუშაო ჯგუფების შემაჯამებელი ე.წ. „ომნიბუს“ შეხვედრის ყოველწლიური ორგანიზება; ქარტიის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კონკრეტულ პროექტებსა და ორმხრივ ხელშეკრულებებში ასახვა და განხორციელება; მრავალმხრივ ფორმატებში აშშ-ის პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის შენარჩუნება/გაძლიერება. ვაჭრობისა და ინვესტიციების დინამიკის გაზრდის მიზნით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების კუთხით პროგრესის მიღწევა ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის აუზის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან ვიზიტების, კონსულტაციების თუ სხვა სახის ღონისძიებების მეშვეობით მუდმივი კავშირების შენარჩუნება და განმტკიცება; ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მიერ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის უკეთ გამოყენება. ქვეყნის საბანკო და საინვესტიციო სექტორებში მნიშვნელოვანი რაოდენობის უცხოური ფინანსური კაპიტალის მოზიდვა; თანამედროვე ეკონომიკური ურთიერთობების მსოფლიო სისტემაში საქართველოს სრულფასოვანი ჩართვა; ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ქვეყნის მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად გადაქცევა; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ქვეყნის, როგორც სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობის გაზრდა; ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება; საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკური რეფორმების, ადგილობრივი რესურსების, აგრეთვე საქართველოს საგარეო სავაჭრო და ევროკავშირის ბაზარზე შექმნილი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, თანამშრომლობა საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების OECD, WTO, ICAO, IMO, გაეროს ეკონომიკური კომისიებისა (ECOSOC, UNECE, UNESCAP, UNCTAD) და რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების (BSEC, სუამი) ფორმატებში; საქართველოს მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის დახმარების აღმოჩენა პრობლემების მოგვარების კუთხით.
·         აღდგა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM); ·         საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღებული იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დევნილთა უფლებების მხარდამჭერი რეზოლუციები და სხვა დოკუმენტები; ·         „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მიღებული რეზოლუციის მხარდამჭერი სახელმწიფოების რიცხვი გაიზარდა; ·         შენარჩუნდა და განმტკიცდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების ტენდენციები; ·         საანგარიშო პერიოდში ძალაში შევიდა და სრულმასშტაბიანად ამოქმედდა ასოცირების შეთანხმება; ·         დასკვნით ფაზაში შევიდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ; ·         ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმებას; ·         ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოს თავდაცვის სფეროში ალიანსის დამატებითი დახმარების შესახებ; ·         საქართველომ წარმატებით შეასრულა წლიური ეროვნული პროგრამა (ANP); ·         საქართველო რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში; ·         ხელი მოეწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმსა და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს, ასევე, განხორციელდა პროგრამა „ზრდა“-ს ინიცირება; ·         აშშ-ს სენატისა და კონგრესის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები; ·         გაიზარდა საქართველოს ჩართულობა ლათინური ამერიკის რეგიონში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში, საქართველომ, დამკვირვებლის სტატუსით პირველად მიიღო მონაწილეობა წყნარი ოკეანეთის ალიანსის მინისტერიალში. ·         საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები; ·         ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ხელმოწერილი/ძალაში შესული ხელშეკრულებები;
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე ქვეყნების რაოდენობა; აშშ-ის ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ საქართველოს მხარდაჭერისა და დახმარების ზრდა. აგრეთვე, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებების მიღება; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება/განმტკიცება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა; ; ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეუფერხებელი ფუნქციონირება; რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პრინციპებზე შეთანხმება; ნდობის აღდგენისკენ მიმართული საერთაშორისო პროექტების განხორციელების რაოდენობა; ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის საერთაშორისო აღიარება.; ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი; ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღება; ევროკავშირთან კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში შერჩეული ქართველი კანდიდატების მონაწილეობა; ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის სათანადო შეფასება; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად განხორციელებული ღონისძიებები - პრეზენტაციები, გამოფენები, ფორუმები, ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტები, თანამშრომლობით დაინტერესებული კომპანიების წინადადებები, მედია-კამპანიები; ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომების ოქმის შესრულება.; სხვადასხვა სახელმწიფოებთან გაფორმებული ხელშეკრულებები; საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ, სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელებული კულტურული პროექტები, მათ შორის ქართული კულტრული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით; ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ წლიური ეროვნული პროგრამის დადებითი შეფასება; საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობის გაზრდა; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით ხელმოწერილი შეთანხმებების და ინიცირებული პროექტების რაოდენობა; საკონსულო დეპარტამენტსა და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურებს შორის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესება.; საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ საქართვლოს მხარდამჭერი რეზოლუციების/განცხადებების რაოდენობა; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და გადაფარვის ქვეყნების რაოდენობა
1.მიზნობრივი მაჩვენებელი - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და გადაფარვის ქვეყნების რაოდენობა. საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე ქვეყნების რაოდენობა; მიღწეული მაჩვენებელი - საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა 2 ქვეყანასთან. სულ დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებულია 188 ქვეყანასთან; 2.მიზნობრივი მაჩვენებელი - ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეუფერხებელი ფუნქციონირება; რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პრინციპებზე შეთანხმება; ნდობის აღდგენისკენ მიმართული საერთაშორისო პროექტების განხორციელების რაოდენობა; ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის საერთაშორისო აღიარება; მიღწეული მაჩვენებელი - გაიმართა ჟენევის მოლაპარაკებების 4 რაუნდი. ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ აღდგა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი; 3.მიზნობრივი მაჩვენებელი - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი; ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღება; ევროკავშირთან კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში შერჩეული ქართველი კანდიდატების მონაწილეობა; ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება; მიღწეული მაჩვენებელი - დასკვნით ფაზაში შევიდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ; 4.მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის სათანადო შეფასება; მიღწეული მაჩვენებელი - არც ერთი ქვეყანის მიერ არ მომხდარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება; 5.მიზნობრივი მაჩვენებელი - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად განხორციელებული ღონისძიებები - პრეზენტაციები, გამოფენები, ფორუმები, ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტები, თანამშრომლობით დაინტერესებული კომპანიების წინადადებები, მედია-კამპანიები; ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომების ოქმის შესრულება; მიღწეული მაჩვენებელი - საქართველოს ეწვია 26 ქვეყნის ბიზნესდელეგაცია და გაიმართა 7 ბიზნესფორუმი; 6.მიზნობრივი მაჩვენებელი - სხვადასხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებები; მიღწეული მაჩვენებელი - ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ხელი მოეწერა/ძალაში შევიდა 92 ხელშეკრულება; 7.მიზნობრივი მაჩვენებელი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ წლიური ეროვნული პროგრამის დადებითი შეფასება; მიღწეული მაჩვენებელი - წარმატებით შესრულებული წლიური ეროვნული პროგრამა (ANP); 8.მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ, სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელებული კულტურული პროექტები, მათ შორის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით; მიღწეული მაჩვენებელი - ჩატარებული ღონისძიებები/პროექტების რაოდენობა, რომლებიც მიმართული იყო საქართველოს კულტურული და ეკონომიკური პოპულარიზაციისთვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. 9.მიზნობრივი მაჩვენებელი - აშშ-ის ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ საქართველოს მხარდაჭერისა და დახმარების ზრდა. აგრეთვე, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებების მიღება; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება/განმტკიცება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა; მიღწეული მაჩვენებელი - საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები და მიღებულ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები; 10.მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობის გაზრდა; მიღწეული მაჩვენებელი - მხარდამჭერი ქვეყნების გაზრდილი რაოდენობა; 11.მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ საქართვლოს მხარდამჭერი რეზოლუციების/განცხადებების რაოდენობა; მიღწეული მაჩვენებელი - საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების და განცხადებების გაზრდილი რაოდენობა; ·         „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მიღებული რეზოლუციის მხარდამჭერი სახელმწიფოების რიცხვი 76–მდე გაიზარდა; ·         დახმარება გაეწია საქართველოს 46 მეზღვაურს. საზღვარგარეთიდან გადმოსვენებულ იქნა საქართველოს 188 მოქალაქე. ·         საქართველოში გამართული მრავალი სხვადასხვა რანგის ვიზიტი, მათ შორის უმაღლესი და მაღალი რანგის ვიზიტები.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022