Find program results

ენერგეტიკის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა (36 01)

Allocated 101.7 c

Program implementer

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აპარატი; სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

Program description

ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია. ...

ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია. საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ელექტროენერგიის დამატებითი, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების, ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. არსებული წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, მოქმედი ინვესტორების საქმიანობის კოორდინაცია, აღნიშნულის ფარგლებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონოტორინგი, კომპანიების ყოველწლიური სამუშაო გეგმების და ბიუჯეტების განხილვა, შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი. ინვესტორებისაგან ყველა სახის ტექნიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება, სისტემატიზაცია, ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა. ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. შავი ზღვის შელფის საქართველოს ნაწილზე ნახშირწყალბადების რესურსების ათვისების მიზნით პოტენციური ინვესტორების მოძიება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (იმერეთის, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, სამეგრელოს, რაჭის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის) გაზის გარეშე არსებული სოფლების (დაახლოებით 113 სოფელი) გაზიფიცირება. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება შესაბამის პერიოდებში პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის.

ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის დონის ამაღლება. ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარება ენერგომომარაგების უზრუნველყოფის გზით. ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და გაზრდა. ახალი საბადოების გახსნა/ათვისება. საქართველოს ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. თანამედროვე მოთხოვნების ნავთობ/გაზგადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, საერთაშორისო ნორმების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვა.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - ნავთობ/გაზპროდუქტების ეროვნული წარმოების განვითარების დონე; ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დონისე.; ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა. ; ახალი ჰიდროელექტროსადგურების რაოდენობა

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022