Find program results

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვა (38 07)

Allocated 105.1 c

Program implementer

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

Program description

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, სახელმწიფო რეგულირება და კონტროლის განხორციელება; ...

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, სახელმწიფო რეგულირება და კონტროლის განხორციელება; რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების გენერატორების, რადიოაქტიური ნარჩენების, მათი მფლობელი ორგანიზაციების და პროფესიული დოზების უწყებრივი რეესტრის შექმნა და მისი წარმოება; რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის სახელმწიფო რეგულირება, მართვა და კონტროლი; საქართველოში გარემოს რადიაციული მდგომარეობის მონიტორინგის კოორდინაცია; ბირთვული და რადიაციული ავარიის, ინციდენტის, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება; ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ავტორიზაცია; ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ინსპექტირების განხორციელების გზით;

მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან; გაუმჯობესებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემა; ელექტროენერგიით, წყლით, ფიზიკური დაცვის სისტემითა და აღჭურვილობით მოწესრიგებული რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი და საცავი; შეფასებული გარემოს რადიაციული მდგომარეობა; მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაცული მოსახლეობა და გარემო; სამედიცინო პერსონალისა და პაციენტის დაცვა დადგენილი დოზური ზღვრის გადაჭარბებით დასხივებისგან.
●    საერთაშორისო მოთხოვნებთან და სტანდარტებთან შესაბამისი მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა (მიღებული - 8 კანონქვემდებარე აქტი, 6 - კანონქვემდებარე აქტის პროექტი); ●    განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმის შედეგად გაუმჯობესებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემა; ●    ელექტროენერგიით, წყლით, ფიზიკური დაცვის სისტემითა და აღჭურვილობით მოწესრიგებული რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი და საცავი (2 ლოკაცია); რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალიზებულ საცავში განთავსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა და რადიოაქტიური წყაროების სრული ინვენტარიზაცია; რეაბილიტირებული რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი. შედეგად ბუნებრივ რადიაციულ ფონამდე დაყვანილი გამოსხივების დოზის სიმძლავრე; ●    შეფასებული გარემოს რადიაციული მდგომარეობა ანასეულში, სოფ. სააკაძესთან არსებული რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მიმდებარე ტერიტორიაზე, გონიოს დასახლებასა და რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე; ●    მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაცული მოსახლეობა და გარემო; ●    დაუსაბუთებელი დასხივებისგან დაცული სამედიცინო პერსონალი და პაციენტები (განხორციელებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი 107 ორგანიზაციის ინსპექტირება).
1 საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით არსებობს მცხეთის რადიოაქტიური ნარჩენების დროებითი საცავი და სააკაძის რადიოქტიური ნარჩენების სამარხი, რომელთა ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია; მიზნობრივი მაჩვენებელი - ინფრასტრუქტურულად გამართული, ფიზიკური დაცვის სისტემებით უზრუნველყოფილი რადიოაქტიური ნარჩენების 2 ლოკაცია 2 საბაზისო მაჩვენებელი - დღემდე არ ხორციელდებოდა საქართველოს რეგიონებში რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში (ნიადაგში, ჰაერში, წყალში) არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობის გამო; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს რეგიონებში (ანასეული, აჭარაში ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორია, გრიგოლეთი, რიკოთის უღელტეხილი, ტყიბული, ჭიათურა) განხორციელდება რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში (ნიადაგში, ჰაერში, წყალში) არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - რადიონუკლიდების მონიტორინგისათვის საჭირო აღჭურვილობის ტექნიკური გაუმართაობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით წლის განმავლობაში საშუალოდ გაიცემა ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე 216 ცალი ლიცენზია და 38 ნებართვა; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაკონტროლებული დასხივების დადგენილი დოზური ზღვარი სამედიცინო დაწესებულებებში, დაცული პაციენტები, პერსონალი, მოსახლეობა და გარემო; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობა ოპერატორის მიერ
1. საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით არსებობს მცხეთის რადიოაქტიური ნარჩენების დროებითი საცავი და სააკაძის რადიოქტიური ნარჩენების სამარხი, რომელთა ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია; მიზნობრივი მაჩვენებელი - ინფრასტრუქტურულად გამართული, ფიზიკური დაცვის სისტემებით უზრუნველყოფილი რადიოაქტიური ნარჩენების 2 ლოკაცია; მიღწეული მაჩვენებელი - ინფრასტრუქტურულად გამართული, ფიზიკური დაცვით, ცეცხლმაქრებით, წყალმომარაგებისა და სათვალთვალო სისტემებით აღჭურვილი რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების 2 ლოკაცია; 2. საბაზისო მაჩვენებელი - დღემდე არ ხორციელდებოდა საქართველოს რეგიონებში რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში (ნიადაგში, ჰაერში, წყალში) არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობის გამო; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს რეგიონებში (ანასეული, აჭარაში ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორია, გრიგოლეთი, რიკოთის უღელტეხილი, ტყიბული, ჭიათურა) განხორციელდება რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში (ნიადაგში, ჰაერში, წყალში) არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი; მიღწეული მაჩვენებელი - საქართველოს რეგიონებში (ანასეული, სოფ. სააკაძესთან არსებული სამარხის მიმდებარე ტერიტორია, გონიოს დასახლება და რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორია) გაზომილი რადიაციული ფონი და ნიადაგში განსაზღვრული რადიონუკლიდების კონცენტრაცია; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - აჭარაში ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე, გრიგოლეთში, ტყიბულსა და ჭიათურაში რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში (ნიადაგში, ჰაერში, წყალში) არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი არ განხორციელებულა, ვინაიდან დაკორექტირდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 2016-2019 წლებში განსახორციელებელი რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგის განრიგი, შესაბამისად 2016 წლისათვის დაგეგმილი აღნიშნული ქმედებები განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში. 3. საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით წლის განმავლობაში საშუალოდ გაიცემა ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე 216 ცალი ლიცენზია და 38 ნებართვა; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაკონტროლებული დასხივების დადგენილი დოზური ზღვარი სამედიცინო დაწესებულებებში, დაცული პაციენტები, პერსონალი, მოსახლეობა და გარემო; მიღწეული მაჩვენებელი - მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაცული პაციენტების, სამედიცინო პერსონალის და მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობა

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022