Find program results

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატი (05 01)

Allocated 103.5 c

Program implementer

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

Program description

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამედროვე, დამოუკიდებელ, უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ ჩამოყალიბება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სარგებლობს საზოგადოების ...

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამედროვე, დამოუკიდებელ, უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ ჩამოყალიბება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სარგებლობს საზოგადოების მაღალი ნდობით; უმაღლესი აუდიტორული ორგანოების თანამედროვე სანიმუშო პრაქტიკის გაცნობა და აუდიტორთა პროფესიული ცნობიერების ამაღლება აუდიტორული ცოდნითა და უნარებით; გარე აუდიტის შესაძლებლობების, საკანონმდებლო მანდატისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების მიზნობრიობის დაცვის და ეფექტიანობის ხელშეწყობა; აუდიტორული საქმიანობით გაცემული რეკომენდაციების შედეგად მოტანილი სარგებლის ზრდა; ინფორმაციული სისტემების (IT) აუდიტის დანერგვა; კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაში ხელშეწყობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად წარმართვა; საჯარო ფინანსების მართვის განვითარების ხელშეწყობა.
·         მხარჯავი უწყებების სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების სრული ციკლის შესაფასებლად კითხვარები გაეგზავნათ სამინისტროებს (16 სამინისტროს), რომელიც უწყებებს აფასებს 7 ძირითადი კომპონენტის მიხედვით, რაც არსებითია მათი გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის; ·         სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში 2015 წლის სახელმწიდო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ განხილულ იქნა სამინისტროთა საქმიანობა ადამიანური რესურსების მართვის, გარე კომუნიკაციების და შიდა აუდიტის ასპექტში. შემუშავდა 2 პუბლიკაცია: სახელმწიფო ქონების მართვა - უკეთესი პრაქტიკა, შრომის ანაზღაურება საჯარო სექტორში - უკეთესი პრაქტიკა.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022