Find program results

სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია (37 01 03)

Allocated 84.1 c

Program implementer

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Program description

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია; ...

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია; სარწყავი სისტემის ზონაში დამშრობი ქსელის რეაბილიტაცია; სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობების და დამხმარე საშუალებების შეძენა სამელიორაციო ობიექტებზე საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად; შპს „საქართველოს მელიორაციის“ სუბსიდირება სარწყავი და დამშრობი სისტემების ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის ღონისძიებების, მექანიკური სატუმბი სადგურების და სხვა ჰიდროკვანძების ფუნქციონირების მიზნით მოსახმარი ელექტროენერგიის ხარჯების, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მანქანა-მექანიზმების მოვლა-შენახვის ღონისძებების და კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.

რეგულარული სარწყავი მიწის ფართობის ზრდა; წყლის რესურსების ეფექტური და ეკონომიური გამოყენება; სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება; დაშრობილი და გასარწყავებული მიწის ფართობის ზრდა; სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება;
·      საანგარიშო პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 38 ობიექტზე, მათ შორის საირიგაციო სისტემებზე - 30 ობიექტი, ხოლო დამშრობ სისტემებზე - 8 ობიექტი. წლის ბოლოს 77 ობიექტზე მიმდინარეობდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებამ განაპირობა წყლის რესურსების ეფექტური და ეკონომიური გამოყენება, დაშრობილი და გასარწყავებული ფართობების ზრდა და სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაციის პირობებში, სამელიორაციო სისტემების მეშვეობით შესაძლებელი იქნება: ა) სარწყავი წყლის გარანტირებული მიწოდება სავარაუდოდ 364 000 ჰექტარ ფართობზე. მათ შორის 277 000 ჰა თვითდინებითი და 87 000 ჰა მექანიკური სისტემებით. ბ) მიწების დაშრობა განხორციელდება სავარაუდოდ 105 000 ჰექტარ ფართობზე. მათ შორის 27 000 ჰა მექანიკური წესით. 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით რეგულარული სარწყავი ფართობი შეადგენს (სარწყავი მიწის ფართობი, რომელზეც შესაძლებელია რეგულარული წყლის მიწოდება საირიგაციო სისტემების მეშვეობით ) - 97.7 ათასი ჰა-ს, ხოლო დაშრობილი მიწის ფართობი - 28 ჰა; მიზნობრივი მაჩვენებელი - პირობითი სარწყავი მიწების კატეგორიიდან რეგულარულ სარწყავი მიწების კატეგორიაში გადასული 10 200 ჰა მდე მიწის ფართობი; რეგულარულ სარწყავ ფართობზე წყლის მიწოდების გაუმჯობესება დაახლოებით 3 000 ჰა მდე; სარწყავი მიწების მელიორაციული მდგომარეობის გაუმჯობესება დაახლოებით 3 000 ჰა ზე; სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება დაახლოებით 3 700 ჰა-ზე; ახალი სარწყავი მიწების ათვისება დაახლოებით 813 ჰა-ზე; რეაბილიტირებული საპროექტო დაშრობილი ფართობი დაახლოებით 3650 ჰა-ზე; დაშრობილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილება დაახლოებით 640 ჰა ზე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10-15% ( ყველა ინდიკატორის მიხედვით); შესაძლო რისკები - შესყიდვის პროცედურების შეფერხება, სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები
1.საბაზისო მაჩვენებელი - სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაციის პირობებში, სამელიორაციო სისტემების მეშვეობით შესაძლებელი იქნება: ა) სარწყავი წყლის გარანტირებული მიწოდება სავარაუდოდ 364 000 ჰექტარ ფართობზე. მათ შორის 277 000 ჰა თვითდინებითი და 87 000 ჰა მექანიკური სისტემებით. ბ) მიწების დაშრობა სავარაუდოდ 105 000 ჰექტარ ფართობზე. მათ შორის 27 000 ჰა მექანიკური წესით. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარობით განხორციელდა: რეგულარულ სარწყავში გადაყვანილი მიწის ფართობი (დამატებით გასარწყავებული ფართობი) 12 400 ჰექტარი სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება 9 000 ჰექტარი; ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილება 620 ჰექტარი; დამშრობ სისტემებზე რეაბილიტირებული ფართობი 1 370 ჰექტარი. მიზნობრივი მაჩვენებელი - პირობითი სარწყავი მიწების კატეგორიიდან რეგულარულ სარწყავი მიწების კატეგორიაში გადასული 10 200 ჰა-მდე მიწის ფართობი; რეგულარულ სარწყავ ფართობზე წყლის მიწოდების გაუმჯობესება დაახლოებით 3 000 ჰა-მდე; სარწყავი მიწების მელიორაციული მდგომარეობის გაუმჯობესება დაახლოებით 3 000 ჰა-ზე; სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება დაახლოებით 3 700 ჰა-ზე; ახალი სარწყავი მიწების ათვისება დაახლოებით 813 ჰა-ზე; რეაბილიტირებული საპროექტო დაშრობილი ფართობი დაახლოებით 3 650 ჰა-ზე; დაშრობილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილება დაახლოებით 640 ჰა-ზე. მიღწეული მაჩვენებლები - პირობითი სარწყავი მიწების კატეგორიიდან რეგულარულ სარწყავი მიწების კატეგორიაში გადასული 10 700 ჰექტარი მიწის ფართობი; სარწყავი მიწების მელიორაციული მდგომარეობის გაუმჯობესება (ორმხრივი რეგულირების სისტემებზე) - 3 000 ჰექტარზე; არსებულ რეგულარულ სარწყავ ფართობზე წყლის მიწოდების გაუმჯობესება და სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება - 4 420 ჰექტარზე; ახალი სარწყავი მიწების ათვისება შეადგენს 300 ჰექტარს; დაშრობილი ფართობი შეადგენს 3 000 ჰექტარს. წყალუზრუნველყოფილი ფართობი შეადგენს - 111 800 ჰექტარს, ხოლო დრენირებული - 34 400 ჰექტარს. განმარტება დაგეგმილსა და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებაზე: ახალი სარწყავი მიწების ათვისების მიზნით 2 პროექტი მიმდინარეობს და დასრულდება 2017 წელს. ერთი პროექტი (დაშრობილი ფართობებიდან ჭარბი წლის მოცილება 640 ჰექტარზე) მიმდინარეობს და დასრულდება 2017 წელს.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022