სამინისტროს პროგრამების შეუფერხებელი განხორციელება; ფიზიკური აღრზდისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია; ...
სამინისტროს პროგრამების შეუფერხებელი განხორციელება; ფიზიკური აღრზდისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია; სპორტის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა და ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა; ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება და დამტკიცება, სპორტის სახეობათა, პროფესიული და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა; სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა (დოპინგი) გამოყენების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ახალგაზრდა მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთათვის სახელმწიფო მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სპორტთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებული კანონის პროექტების შემუშავება;
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022