1. საბაზისო მაჩვენებელი - საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში, ნავსადგურებსა და მისასვლელ არხებზე, სახმელეთო და მცურავი სანავიგაციო ნიშნების საჭირო რაოდენობაა განთავსებული; რომლებიც დღისა თუ ღამის საათებში წარმოადგენენ ორიენტირს პორტში შემოსასვლელი თუ გამსვლელი გემებისათვის. სანავიგაციო ნიშნებით ხდება ზღვაზე ნაოსნობისათვის სახიფათო ადგილების შემოსაზღვრა და ასევე, ნავსადგურის შესასვლელი ფორვატორის ჩარჩოების კიდეების აღნიშვნა;
მიზნობრივი მაჩვენებელი - უსაფრთხო ნაოსნობა - სანავიგაციო საშუალებების შეძენა–ჩანაცვლება ახალი თანამედროვე მოწყობილობა–დანადგარებით; სანავიგაციო საშუალებების იდეალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ტექნიკური მომსახურების ჩატარება გეგმით გათვალისწინებული არსებული სქემით; საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში, ნავსადგურებსა და მისასვლელ არხებზე, სახმელეთო და მცურავი სანავიგაციო ნიშნების საჭირო რაოდენობის დაგეგმარება, განთავსება, ტექნიკური მომსახურება უსაფრთხო ნაოსნობისათვის. სანავიგაციო ნიშნებზე საერთაშორისო სტანდარტებით მინიჭებული მახასიათებლების კონტროლი (კონსტრუქციის ფორმა, პარამეტრები, შეფერილობა, ოპტიკური მანათობელი აპარატის გამოკრთომის ფერი, სიხშირე, ხედვის სიშორე და ა.შ.); მცურავი სანავიგაციო ნიშნების განთავსება უსაფრთხო ნავიგაციისათვის ოპტიმალურ კოორდინატებში;
მიღწეული მაჩვენებელი - საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში ნავსადგურებსა და მისასვლელ არხებზე, სახმელეთო და მცურავი სანავიგაციო ნიშნების იდეალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით ჩატარდა ტექნიკური მომსახურება გეგმით გათვალისწინებული არსებული სქემით.
2. საბაზისო მაჩვენებელი - ზღვაში განთავსებულია მეტეოროლოგიური–ოკეანოგრაფიული ტივტივა, ასევე სანავიგაციო ზოლზე (ხმელეთზე) განთავსებული მეტეოროლოგიური სენსორებით ხდება საზღვაო მეტეოროლოგიის დაკვირვება. ფაქტიური მონაცემები ზღვის მღელვარების, ქარის სიჩქარის, ზღვის დინებების შესახებ მიეწოდება გემის კაპიტნებს, პორტის უსაფრთხოების სამსახურს, პორტების სადისპეჩეროებს, სამაშველო სამსახურებს და ა.შ. თანამგზავრიდან მიღებული რუქების დამუშავების შედეგად დადგენილი ახლო დროის პროგნოზი რამოდენიმე საათით ადრე გაფრთხილების სახით, ასევე გადაეცემა გემის კაპიტნებს, პორტის უსაფრთხოების სამსახურს, პორტების სადისპეჩეროებს, სამაშველო სამსახურებსა და ა.შ.;
მიზნობრივი მაჩვენებელი - უსაფრთხო ნაოსნობა - სამსახურის ბალანსზე არსებული ტექნიკა დანადგარების მოვლა–შენახვა მოსალოდნელი რთული მეტეოპირობების ოპერატიული მიწოდების თვალსაზრისით, ასევე ყულევის ნავსადგურისთვის მეტეოროლოგიური–ოკეანოგრაფიული ტივტივის შეძენა;
მიღწეული მაჩვენებელი - ყულევის პორტში განთავსდა ოკეონოგრაფიულ–მეტეოროლოგიური ქერქეჭელა.
3. საბაზისო მაჩვენებელი - ზღვის ბათიმეტრიული კვლევების შედეგად იქმნება ქაღალდის რუქები, ასევე სანავიგაციო ელექტრონული რუკები, რომელიც უზრუნველყოფს გემების კაპიტნებისათვის უსაფრთხო საზღვაო მარშრუტების მიწოდებას;
მიზნობრივი მაჩვენებელი - საზღვაო რუკების ზონების ლიმიტაცია - სამსახურის ბალანსზე არსებული მცურავი საშუალებებისა და მანქანა დანადგარების მოვლა–შენახვა, რუკების პორტფოლიოში ახალი რუკების დამატება, სანავიგაციო, ელექტრონული და ქაღალდის რუკების წარმოება მაღალ პროფესიულ დონეზე, კადრების გადამზადება და სერტიფიცირება;
მიღწეული მაჩვენებელი - კარტოგრაფიული განყოფილების მოდერნიზაციის, ახალი დანადგარებისა და პროგრამების შეძენის შედეგად შეიქმნა საქართველოს ტერიტორიული წყლების და პორტების საზღვაო რუქები ნაციონალური კოდირებით. ამ ეტაპზე საჭიროა აღნიშნული რუქებისათვის კლასიფიკაციის საერთაშორისო INT კოდის მინიჭება, რაზედაც მიმდინარეობს მოლაპარაკება საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ორგანიზაციასთან (IHO).
4. საბაზისო მაჩვენებელი - „ნავიგაციური ტელექსის საშუალებით დღე ღამის განმავლობაში 3 საათის ინტერვალით 6 ჯერ ხორციელდება 490KHZ სიხშირეზე საზღვაო გაფრთხილებების გადაცემა. გადამცემი სისტემის ფუნქციონირება უზრუნველყოფს მოსალოდნელი რთული მეტეოროგიური პირობების ოპერატიულად მიწოდებას საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში არსებული გემებისათვის;
მიზნობრივი მაჩვენებელი - უსაფრთხო ნაოსნობა, კვალიფიციური კადრები - გადამცემი სისტემის ნავტექსის (ნავიგაციური ტელექსის) გამართული მუშაობის მხარდაჭერა. კადრების გადამზადება და სერტიფიცირება;
მიღწეული საბოლოო შედეგები - მომზადდა და კვალიფიკაცია აიმაღლა 12 თანამშრომელმა.