შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი. ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ...
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი. ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: შრომის, სოციალური და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; სოციალური დახმარებების, პენსიებისა და სხვადასხვა ფულადი თუ არაფულადი სახელმწიფო (მ.შ. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული) ბენეფიტების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება; ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება; სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების ზედამხედველობა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა; სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება; საზოგადოების გარკვეული ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებისათვის გამიზნული პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი; ეპიდსაწინააღმდეგო და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შემუშავება და მათზე ზედამხედველობა; საექიმო, საექთნო და ფარმაცევტული სპეციალობების ნუსხის განსაზღვრა; ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება; სსიპ-სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მართვაში არსებული ფილიალების მართვა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022