ქვეყნის აგრარულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმების განხორციელება ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილებით; ...
ქვეყნის აგრარულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმების განხორციელება ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილებით; წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია; სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაცია და სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის შეძენა; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების განხორციელება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის რგოლების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით; აგროსექტორში დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა; სანერგე მეურნეობების მოწყობის და მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა; კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია; თანამედროვე სტანდარტების ჩაის გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნა; მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა; მცირემიწიანი ფერმერებისათვის, რომლებიც ფლობენ 1,25 ჰა-ს ჩათლით მიწის ფართობს, სარგებლის სახით მიწის ნაკვეთის ხვნის სერვისის ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა საქონლის (სასუქები ან/და სათესლე მასალა ან/და სასოფლო-სამეურნეო ქიმიური საშალებები) უსასყიდლოდ მწოდება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022