Find program results

სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა (38 04)

Allocated 76.6 c

Program implementer

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო

Program description

ტყის მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სატყეო სექტორის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ეროვნული სატყეო კონცეფციის დოკუმენტით გათვალისწინებული ქმედებების ეტაპობრივი განხორციელება; ...

ტყის მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სატყეო სექტორის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ეროვნული სატყეო კონცეფციის დოკუმენტით გათვალისწინებული ქმედებების ეტაპობრივი განხორციელება; სატყეო სფეროში არსებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფა; ტყეების ეფექტურად მართვისა და ტყის ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მართვისა და განვითარების უზრუნველყოფა; სააგენტოს თანამშრომელთა უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანის სამუშაოების განხორციელება ახალი ტყეკაფების გამოყოფისა და ათვისების მიზნით; ტყის ჩახერგილობისაგან გაწმენდა, ძირნაყარის გამოტანა და ნარჩენების განთავსება დადგენილი წესით; მოსახლეობის მერქნულ რესურსზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; ხე-ტყის დამზადების მიზნით შესაბამისი ფართობების გამოვლენა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება; ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; სატყეო უბნებში ტყის დროებითი სანერგეების მოწყობა, სადაც მოხდება ნერგების გაზრდა და უზრუნველყოფილი იქნება ამავე უბნებში ტყის გაშენების ღონისძიებები; ტყეების პათოლოგიური გამოკვლევების ჩატარება და დასკვნების საფუძველზე მავნებლებ-დაავადებების ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება; აქტიურად ხანძარსაშიში სატყეო უბნების იდენტიფიცირება და შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის მინერალიზებული ზოლების მოწყობა, პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო და ცეცხლმაქრი საშუალებებისა და შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა; ტყის აღრიცხვის ღონისძიებების განხორციელება, ტყის მართვის გეგმების შემუშავება და ტყეების მდგომარეობის შესახებ მონაცემების მიღების, ანალიზისა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვის ეფექტური სისტემის დანერგვა; სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის საფუძველზე ტყის ფონდის გარე კონტურების დაზუსტება, ტყის ფონდის ფრაგმენტაციის თავიდან აცილების მიზნით.

საქართველოს ტყეების ეკოლოგიური ფასეულობები, მათ შორის ბიოლოგიური მრავალფეროვნება; ჩამოყალიბებული ტყის ფონდის მართვის ქმედითი სისტემა; აღდგენილი ტყის ეკოსისტემები; გაზრდილი ტყით დაფარული ფართობები; მერქნული რესურსით უზრუნველყოფის მოწესრიგებული სისტემა; განახლებული ინფორმაცია ტყის რესურსების, მათი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ, დაგეგმილი სატყეო ღონისძიებები, დაგეგმილი ტყითსარგებლობა; სატყეო შემოსავლების და სატყეო სექტორის წილის ზრდა ქვეყნის ეკონომიკაში.
●    საქართველოს ტყეების გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა; ●    ტყის ფონდის მართვის გაუმჯობესებული სისტემა; ●    აღდგენილი ტყის მასივები; ●    მოწყობილი დროებითი სანერგეები და გაშენებული ტყის ფართობები; ●    მერქნული რესურსების მართვის გაუმჯობესებული ელექტრონული სერვისები; ●    განახლებული ინფორმაცია ტყის რესურსების, მათი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ 2 სატყეო უბნისთვის; ●    გაზრდილი სატყეო შემოსავლები და სატყეო სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სატყეო სფეროში არსებული არასრულყოფილი საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზა; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემუშავებული „ტყის კოდექსის“ პარლამენტში წარდგენილი ახალი ვარიანტი შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით; შეტანილია ცვლილებები მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღება დაგეგმილ ვადაზე გვიან; შესაძლო რისკები - შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების შეთანხმების პროცესის შეფერხება 2 საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით დონორების დახმარებითა და სააგენტოს დაფინანსებით ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელებულია 80 ჰა-ზე. განხორციელებულია გაშენებული ნარგაობის მოვლის სამუშაოები, გახარების მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 75%-ს. შესწავლილი და დაპროექტებულია ნახანძრალი ტერიტორიის 50,0 ჰა ფართობი; სააგენტოს მიერ რეგიონების მიხედვით გამოვლენილია დეგრადირებული ტყის ის ფართობები, რომლებიც საჭიროებენ აღდგენას. ასევე, მოწყობილია ტყის დროებითი სანერგეები, საიდანაც მიღებული ნერგებით ხდება ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების წარმოება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელებულია დამატებით 10 ჰა-ზე, გაშენებული ნერგების მოვლის ღონისძიებები ჩატარებულია 80 ჰა-ზე, ნერგების გახარების მაჩვენებელი შეადგენს საშუალოდ 75%-ს; მოწყობილია ტყის დროებითი სანერგეები 4,5 ჰა.ზე, თესლნერგების გამოსავლიანობა შეადგენს 80%-ს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - გახარების მაჩვენებელი შესაძლებელია შემცირდეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე 3 საბაზისო მაჩვენებელი - მავნებებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის აქტიური ღონისძიებები ხორციელდება 2013 წლიდან. დაზიანებული ტყის ფონდის ტერიტორია შეადგენს დაახლოებით 49 000 ჰა-ს. 2013 წლის პერიოდიდან დღემდე მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებისა და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დამუშავებულია 24 000 ჰექტარი; მავნებელ დაავადებათა პროგრესირება შემცირებულია 50%-ით; ტყეების სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესებულია 60%-ით; მიზნობრივი მაჩვენებელი - მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებისა და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დამუშავებული 22 000 ჰექტარი; მავნებელ დაავადებათა პროგრესირება შემცირებულია 40%-ით; ტყეების სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესებულია 50%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-10%; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობები, კონკრეტული მავნებლის/დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისათვის დადგენილი ვადები 4 საბაზისო მაჩვენებელი - 2014 წლიდან დაიწყო ხანძარსაშიშ უბნებში სპეციალური ნიშნებისა და საინფორმაციო დაფების განთავსება. დღეის მდგომარეობით განთავსებულია 1 000 ერთეულამდე სპეციალური ნიშანი, 9 სატყეო სამსახური აღჭურვილია მხოლოდ პირველადი სახანძრო ინვენტარით; მიზნობრივი მაჩვენებელი - დამატებით 500 ერთეული სპეციალური ნიშანი და საინფორმაციო დაფა განთავსებული 44 სატყეო უბანში. სატყეო სამსახურების (9 სატყეო სამსახური) აღჭურვის გაუმჯობესება ხანძასაწინააღმდეგო ინვენტარით. ხანძარსაშიშ უბნებში ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად ხანძრის წარმოშობის რისკები შემცირებული 40-50%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - არასათანადო მოპყრობა; კლიმატური პირობები (მაღალი ტემპერატურის, ქარის გამო შესაძლოა ვერ მოხდეს ხანძრის დროული ლოკალიზება) 5 საბაზისო მაჩვენებელი - გამოყოფილ ტყეკაფებში არსებულ რესურსზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი დაბალია; სატყეო-სამეურნეო გზების არარსებობა ან არსებულის ხარისხი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობისგან მოშორებით მდებარე ტყეკაფების ხელმისაწვდომობას. ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (ძირითადად სოფლად მცხოვრები) დამოკიდებულია ტყეზე, მერქნული რესურსის მოხმარების მხრივ. მოსახლეობა წლის განმავლობაში ახორციელებს მერქნული რესურსის ათვისებას გამოყოფილი ტყეკაფებიდან; მოსახლეობის და საბიუჯეტო ორგანიზაციების მერქნულ რესურსებზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო სამეურნეო გზების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო 2014 წელს, დღეის მდგომარეობით მოწყობილია 260-მდე კმ. გზა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოსახლეობის მერქნულ რესურსებზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილი ტყეკაფები საშუალოდ 700,0 ათ. კუბური მეტრი წლიურად, ტყეკაფების გამოყოფა მერქნული რესურსის მოპოვების სამუშაოების სეზონურობის გათვალისწინებით, ყოველწლიურად არაუგვიანეს აგვისტოს თვისა; ყოველწლიურად მოწყობილ/რეაბილიტირებული ტყეკაფებამდე მისასვლელი 180-200 კმ სიგრძის სატყეო-სამეურნეო გზა, რომელიც ექსპლუატაციისათვის მზად იქნება არაუგვიანეს აგვისტოს თვისა, რითაც ხე-ტყის გამოყოფილ რესურსზე ხელმისაწვდომობა მოხდება სრულად; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10% - ტყეკაფები გამოყოფილია 2-3 კვირის დაგვიანებით; გზები საექსპლუატაციოდ მზადაა 2-3 კვირის დაგვიანებით; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობები, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობის ვადები, გზების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკის არასაკმარისი რაოდენობა 6 საბაზისო მაჩვენებელი - ტყის რესურსების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოძველებულია და არ ასახავს ფაქტიურ მდგომარეობას. ტყის მართვის განახლებული გეგმები შედგენილია მხოლოდ 2 სატყეო უბნისათვის (46 სატყეო უბნიდან), რაც არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის 5 %-ს შეადგენს; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტყის მართვის გეგმები შედგენილია დამატებით 2 სატყეო (ასპინძა-ახალქალაქი და ახალციხე) უბნისათვის საერთო ფართობით 55 000 ჰა, საერთო ჯამში განახლებული ტყის მართვის გეგმა მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დაახლოებით 7,8%-ს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%, ტენდერის ჩაშლის შემთხვევაში შესაძლოა გადაიწიოს სამუშაოთა შესრულების ვადებმა; შესაძლო რისკები - დაბალი კონკურენტუნარიანი გარემო; სამუშაოთა სპეციფიკაციის გათვალისწინებით მცირეა იმ ფირმების რაოდენობა, რომელიც მონაწილეობას იღებენ ტენდერებში. სამუშაოთა სეზონურობა (საველე სამუშაოები)
1.                  საბაზისო მაჩვენებელი - სატყეო სფეროში არსებული არასრულყოფილი საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზა; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემუშავებული „ტყის კოდექსის“ პარლამენტში წარდგენილი ახალი ვარიანტი შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით; შეტანილია ცვლილებები მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებში; მიღწეული მაჩვენებელი - შემუშავებული და მიღებულია ცვლილებები ტყითსარგებლობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში; შემუშავებულია ტყის ახალი კოდექსის პროექტი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - შეფერხდა საკანონმდებლო აქტების პროექტების შეთანხმების პროცესი და საკანონმდებლო აქტები პარლამენტს წარედგინება დაგეგმილ ვადაზე გვიან; 2.                  საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით დონორების დახმარებითა და სააგენტოს დაფინანსებით ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელებულია 80 ჰა-ზე. განხორციელებულია გაშენებული ნარგაობის მოვლის სამუშაოები, გახარების მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 75%-ს. შესწავლილი და დაპროექტებულია ნახანძრალი ტერიტორიის 50,0 ჰა ფართობი; სააგენტოს მიერ რეგიონების მიხედვით გამოვლენილია დეგრადირებული ტყის ის ფართობები, რომლებიც საჭიროებენ აღდგენას. ასევე, მოწყობილია ტყის დროებითი სანერგეები, საიდანაც მიღებული ნერგებით ხდება ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების წარმოება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელებულია დამატებით 10 ჰა-ზე, გაშენებული ნერგების მოვლის ღონისძიებები ჩატარებულია 80 ჰა-ზე, ნერგების გახარების მაჩვენებელი შეადგენს საშუალოდ 75%-ს; მოწყობილია ტყის დროებითი სანერგეები 4,5 ჰა.ზე, თესლნერგების გამოსავლიანობა შეადგენს 80%-ს; მიღწეული მაჩვენებელი - ტყის გაშენება განხორციელებულია დამატებით 25,4 ჰა-ზე, გაშენებული ნერგების მოვლის ღონისძიებები ჩატარებულია 97,4 ჰა-ზე, ნერგების გახარების მაჩვენებელი შეადგენს საშუალოდ 80-85%-ს; მოწყობილია ტყის დროებითი სანერგეები 2,56 ჰა-ზე. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - სწრაფმზარდი სახეობების (აკაცია) თესლნერგების მისაღებად მოწყობილ სანერგეებში მიღებული შესანიშნავი შედეგის გამო, საჭირო აღარ გახდა შექმნილიყო ახალი სანერგეები, მიღებული რაოდენობა თესლნერგებისა აკმაყოფილებდა ორ პლანტაციას. 3.                  საბაზისო მაჩვენებელი - მავნებებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის აქტიური ღონისძიებები ხორციელდება 2013 წლიდან. დაზიანებული ტყის ფონდის ტერიტორია შეადგენს დაახლოებით 49 000 ჰა-ს. 2013 წლის პერიოდიდან დღემდე მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებისა და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დამუშავებულია 24 000 ჰექტარი; მავნებელ დაავადებათა პროგრესირება შემცირებულია 50%-ით; ტყეების სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესებულია 60%-ით; მიზნობრივი მაჩვენებელი - მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებისა და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დამუშავებული 22 000 ჰექტარი; მავნებელ დაავადებათა პროგრესირება შემცირებულია 40%-ით; ტყეების სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესებულია 50%-ით; მიღწეული მაჩვენებელი - მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირების და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების პროცენტულმა მაჩვენებელმა 50% შეადგინა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებისა და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დამუშავებულია 22 000 ჰექტარი; კოლხური ბზის გადასარჩენად დამუშავებულია 400,0 ჰა დასავლეთ საქართველოს 3 რეგიონში (გურიის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში); 4.                  საბაზისო მაჩვენებელი - 2014 წლიდან დაიწყო ხანძარსაშიშ უბნებში სპეციალური ნიშნებისა და საინფორმაციო დაფების განთავსება. დღეის მდგომარეობით განთავსებულია 1 000 ერთეულამდე სპეციალური ნიშანი, 9 სატყეო სამსახური აღჭურვილია მხოლოდ პირველადი სახანძრო ინვენტარით; მიზნობრივი მაჩვენებელი - დამატებით 500 ერთეული სპეციალური ნიშანი და საინფორმაციო დაფა განთავსებული 44 სატყეო უბანში. სატყეო სამსახურების (9 სატყეო სამსახური) აღჭურვის გაუმჯობესება ხანძასაწინააღმდეგო ინვენტარით. ხანძარსაშიშ უბნებში ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად ხანძრის წარმოშობის რისკები შემცირებული 40-50%-ით; მიღწეული მაჩვენებელი - განთავსებულია 90 ერთეულამდე საინფორმაციო დაფა და სპეციალური ნიშნები განსაკუთრებით ხანძარსაშიშ უბნებში; ყველა სატყეო სამსახური აღჭურვილია ხანძრის ლოკალიზებისათვის საჭირო პირველადი ინვენტარით. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - წლის დასაწყისში სატყეო სამსახურების მიერ შეფასდა ხანძარსაშიშ ადგილებში განსათავსებელი საინფორმაციო ბანერების რაოდენობა და მათ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდა საჭირო რაოდენობის შესყიდვა დაგეგმილზე ნაკლები რაოდენობით. 5.                  საბაზისო მაჩვენებელი - გამოყოფილ ტყეკაფებში არსებულ რესურსზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი დაბალია; სატყეო-სამეურნეო გზების არარსებობა ან არსებულის ხარისხი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობისგან მოშორებით მდებარე ტყეკაფების ხელმისაწვდომობას. ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (ძირითადად სოფლად მცხოვრები) დამოკიდებულია ტყეზე, მერქნული რესურსის მოხმარების მხრივ. მოსახლეობა წლის განმავლობაში ახორციელებს მერქნული რესურსის ათვისებას გამოყოფილი ტყეკაფებიდან; მოსახლეობის და საბიუჯეტო ორგანიზაციების მერქნულ რესურსებზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო სამეურნეო გზების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო 2014 წელს, დღეის მდგომარეობით მოწყობილია 260-მდე კმ. გზა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოსახლეობის მერქნულ რესურსებზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილი ტყეკაფები საშუალოდ 700,0 ათ. კუბური მეტრი წლიურად, ტყეკაფების გამოყოფა მერქნული რესურსის მოპოვების სამუშაოების სეზონურობის გათვალისწინებით, ყოველწლიურად არაუგვიანეს აგვისტოს თვისა; ყოველწლიურად მოწყობილ/რეაბილიტირებული ტყეკაფებამდე მისასვლელი 180-200 კმ სიგრძის სატყეო-სამეურნეო გზა, რომელიც ექსპლუატაციისათვის მზად იქნება არაუგვიანეს აგვისტოს თვისა, რითაც ხე-ტყის გამოყოფილ რესურსზე ხელმისაწვდომობა მოხდება სრულად; მიღწეული მაჩვენებელი - სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა/რეაბილიტაცია განხორციელდა 55,7 კმ-ზე, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობით გაიზარდა გამოყოფილი ტყეკაფების ათვისებისა და მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი; მოსახლეობის, საბიუჯეტო და სხვადასხვა ორგანიზაციების ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილია ტყეკაფები 583.4 ათასი კბმ ოდენობით; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობის მიზნით შეფასდა პრიორიტეტული სატყეო უბნები და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საკუთარი მატერიალური და ფინანსური რესურსებით მომხდარიყო (ბალანსზე არსებული მძიმე ტექნიკითა და ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ, თხოვების წესით გადმოცემული სატრანსპორტო საშუალებებით) გზების მოწყობა-რეაბილიტაცია მხოლოდ 55.7 კმ-ზე და ამ ღონისძიებაზე მომსახურეობის შესყიდვა არ განხორციელებულა. 6.                  საბაზისო მაჩვენებელი - ტყის რესურსების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოძველებულია და არ ასახავს ფაქტიურ მდგომარეობას. ტყის მართვის განახლებული გეგმები შედგენილია მხოლოდ 2 სატყეო უბნისათვის (46 სატყეო უბნიდან), რაც არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის 5 %-ს შეადგენს; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტყის მართვის გეგმები შედგენილია დამატებით 2 სატყეო (ასპინძა-ახალქალაქი და ახალციხე) უბნისათვის საერთო ფართობით 55 000 ჰა, საერთო ჯამში განახლებული ტყის მართვის გეგმა მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დაახლოებით 7,8%-ს; მიღწეული მაჩვენებელი - ტყის მართვის გეგმები შედგენილია დამატებით 2 სატყეო (ასპინძა-ახალქალაქი და ახალციხე) უბნისათვის საერთო ფართობით 53.6 ჰა, საერთო ჯამში განახლებული ტყის მართვის გეგმა მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დაახლოებით 7,8%-ს;

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022