პროგრამის მიზანია საქართველოში დანაშაულის პრევენცია, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია, აგრეთვე მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ...
პროგრამის მიზანია საქართველოში დანაშაულის პრევენცია, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია, აგრეთვე მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მიმართულების პროექტი განხორციელდება. ესენია: ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია - მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება, რომლებიც თავის მხრივ სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე აქცენტი კეთდება ბენეფიციარის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაზე; მეორე ეტაპზე ბენეფიციარი ერთვება პროფესიული გადამზადების კურსებზე, არსებული გამოცდილებისა და განათლების გათვალისწინებით; მესამე ეტაპზე კი, აქცენტი კეთდება ბენეფიციარის დასაქმებაზე. დანაშაულის პირველი დონის პრევენცია, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების დახმარებას ფიზიკურ, შემეცნებით, გონებრივ და სოციალურ განვითარებაში. აღნიშნული მიმართულების ღონისძიებები აგებულია არაფორმალური განათლების პრინციპზე, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას; დანაშაულის მეორე დონის პრევენცია, რომლის მიზანია მოზარდების (დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნები) ენერგია და პოტენციალი სასარგებლო აქტივობებისკენ მიმართოს. ამ მიმართულების ფოკუსჯგუფებია: ანტისოციალური/დელიქვენტური ქცევის მქონე ახალგაზრდები, განათლების სისტემიდან გასული არასრულწლოვნები, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი პირები, რომელთაც კანონსაწინააღმდეგო ქცევა ჩაიდინეს და მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა ოჯახის არასრულწლოვანი წევრები. არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია, რომელიც ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს, რომელიც არ არის ნასამართლევი, შესაძლებლობას აძლევს, პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე განერიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჩაერთოს შესაბამის პროგრამაში, რომელიც მის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე იქნება ორიენტირებული. მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება მედიაციის როლის, მოქმედების არეალის გაზრდა და მისი ინსტიტუციონალური ჩარჩოს გაუმჯობესება. ამ მიმართულებით მუშაობა წარიმართება მედიაციის ფორმებისა და სფეროების გაფართოებაზე, მათ შორის, სისხლის სამართალის სფეროშიც.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022