თავდაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. არსებული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე და ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ასევე, საქართველოს შეიარაღებულ ...
თავდაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. არსებული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე და ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ასევე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე დაკისრებული ამოცანების ეფექტიანად შესასრულებლად არსებული თავდაცვითი შესაძლებლობების შენარჩუნება. თავდაცვის სამინისტროზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების უზრუნველყოფა. ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნა შესაძლო სამხედრო აგრესიის შესაკავებლად და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში მონაწილეობის მიღება. საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე შეიარაღებული ძალების თანამედროვე შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022