ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ...
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების ცხოვრების სათანადო პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და საზოგადოებაში მხედრული ტრადიციების განმტკიცება, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ვეტერანთა ღვაწლისა და დამსახურების სათანადო აღიარება, მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება; სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ვეტერანთა პოტენციალის სრულფასოვანი გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა, მათი სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობისათვის სათანადო პირობების შექმნა; თავდადებულ გმირთა სახელების სადიდებლად და მათი საქმის უკვდავსაყოფად საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის განმტკიცებისათვის მუდმივი ზრუნვა; ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022