მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა; ...
მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა; საქართველოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ტექნიკური ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, დაცვა და პოპულარიზაცია. ინფრასტრუქტურის განვითარება, სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო ღონისძიებების განხორციელება; სამუზეუმო კოლექციების დიაგნოსტიკა, ექსპონატთა რესტავრაცია, აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია; UNESCO-ს ვალდებულებების შესრულება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მონიტორინგი, შესწავლა, შესაბამის სახელმწიფოებთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022