საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა. ...
საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა. საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის იმპლემენტაცია და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გადამავალი დებულებებიდან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება. საჯარო დაწესებულებების ჰორიზონტალური და ვერტიკალური ფუნქციური ანალიზის განხორციელება და რეკომენდაციების შემუშავება ერთიანი ინსტიტუციური მოწყობისა და საჯარო თანამდებობათა კლასიფიკაციის სისტემის შექმნის მიზნით. საჯარო სამსახურში სახელფასო რეფორმის მომზადებისათვის ხელშეწყობა. შეფასების სისტემის დანერგვა, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების მუშაობისადა სამუშაო აღწერილობების შემუშავების პროცესის კოორდინაცია. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა. საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის პროგრამის კოორდინაცია და კონტროლი. საჯარო მოსამსახურეთა ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის, ეთიკისა და მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებში. საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობისა და ნორმატიული აქტების შესრულების ანალიზი.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022