ქვეპროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ...
ქვეპროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ბენეფიციარებზე სესხები (ან ლიზინგი) გაიცემა პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებიდან, ხოლო ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ განახორციელებს ამ სესხების (ლიზინგის) საპროცენტო სარგებელის თანადაფინანსებას და ზოგ შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებს როგორც სესხების უზრუნველყოფაში, ასევე უზრუნველყოფის სახით წარდგენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაში. თანხა მოხმარდება, როგორც სააგენტოს 2013-2015 წელს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში გაცემულ სესხებს, ასევე 2016 წელს გასაცემ სესხებს და ლიზინგს. პროექტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირი. სესხის (ლიზინგის) მიზნობრიობაა სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამამუშავებელი წარმოების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსება. ქვეპროგრამის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ;
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022