Find program results

სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (63 00)

Allocated 0 c

Program implementer

სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

Program description

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების მონიტორინგი; ...

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების მონიტორინგი; გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულებისა და ანგარიშგების, სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეთა არადისკრიმინაციული გარემოს შესაძლებლობის უზრუნველყოფა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, განვითარება და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, ევროდირექტივების მოთხოვნებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა.

უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა; დაიხვეწება სახელმწიფო შესყიდვების ჩატარების საჯაროობა; განმტკიცდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა.
·         უზრუნველყოფილ იქნა სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ·         მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნა სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის, წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; ·         მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის „eProcurement"-ის შემდგომმა გაუმჯობესებამ მნიშვნელოვნად გაზარდა კონკურენცია პრეტენდენტთა შორის, მინიმუმამდე დაიყვანა კორუფციის რისკები და ქვეყანას მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დანაზოგი მოუტანა; ბიზნესის ინტერესის ზრდაზე სახელმწიფო ტენდერების მიმართ მიგვანიშნებს წლების მიხედვით სისტემაში რეგისტრირებულ შემსყიდველ ორგანიზაციათა და მიმწოდებელთა რაოდენობის ზრდის დინამიკა, აღნიშნული შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა სააგენტოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმებისა და სისტემის მოდერნიზაციის ხარჯზე. ეს ყველაფერი, სხვა ფაქტორებთან ერთად, უახლოეს მომავალში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების სტაბილურ ხარჯვას და სახელმწიფო შესიდვებში მეწარმეთა მუდმივ ჩართულობას; საჯარო ორგანიზაციების შესყიდვების სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცოდნის გაზიარების მიზნითსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ ბიზნეს-სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნდობის ამაღლების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საჩივრების რაოდენობა; შესყიდვების ელექტრონულ ფორმატზე გადავიდა კონკურსის საშუალებით პროექტების შესყიდვის პროცედურების ჩატარება; მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან იწყება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც გულისხმობს გამარტივებული შესყიდვის იმ ნაწილის სააგენტოსთან შეთანხმებას, რომელზე გადაწყვეტილებასაც სუბიექტურად იღებს შემსყიდველი; მიზნობრივი მაჩვენებელი - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - მინიმალური
1.    საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის „eProcurement"-ის შემდგომმა გაუმჯობესებამ მნიშვნელოვნად გაზარდა კონკურენცია პრეტენდენტთა შორის, მინიმუმამდე დაიყვანა კორუფციის რისკები და ქვეყანას მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დანაზოგი მოუტანა; ბიზნესის ინტერესის ზრდაზე სახელმწიფო ტენდერების მიმართ მიგვანიშნებს წლების მიხედვით სისტემაში რეგისტრირებულ შემსყიდველ ორგანიზაციათა და მიმწოდებელთა რაოდენობის ზრდის დინამიკა, აღნიშნული შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა სააგენტოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმებისა და სისტემის მოდერნიზაციის ხარჯზე. ეს ყველაფერი, სხვა ფაქტორებთან ერთად, უახლოეს მომავალში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების სტაბილურ ხარჯვას და სახელმწიფო შესიდვებში მეწარმეთა მუდმივ ჩართულობას; საჯარო ორგანიზაციების შესყიდვების სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცოდნის გაზიარების მიზნითსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ ბიზნეს-სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნდობის ამაღლების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საჩივრების რაოდენობა; შესყიდვების ელექტრონულ ფორმატზე გადავიდა კონკურსის საშუალებით პროექტების შესყიდვის პროცედურების ჩატარება; მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან იწყება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც გულისხმობს გამარტივებული შესყიდვის იმ ნაწილის სააგენტოსთან შეთანხმებას, რომელზე გადაწყვეტილებასაც სუბიექტურად იღებს შემსყიდველი; მიზნობრივი მაჩვენებელი - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა მიღწეული მაჩვენებელი: Ø  უზრუნველყოფილია სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა; Ø  დაინერგა გამარჯვებულის გამოვლენის ახალი მეთოდი, რომლის საშუალებით ხარისხისა და ფასის კრიტერიუმების ჯამური კრიტერიუმების შესაბამისად შემსყიდველს აქვს საშუალება ტენდერით მიიღოს ეკონომიკურად მომგებიანი წინადადება. გარდა ამისა, დაინერგა გამარტივებული შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების პროცედურები და ვადები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა გამარტივებული შესყიდვის ჯამური ოდენობა; Ø  გაიზარდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022