სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა; უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება და ...
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა; უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება და მონიტორინგის მექანიზმის დახვეწა; სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ყოველწლიური განახლება; იმპლემენტაციის პროცესში უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია; წლიური პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება; მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების პირობების შესრულების ხელშეწყობა; პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება და ევროპის კავშირის დელეგაციისათვის წარდგენა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად რეფორმაში ჩართულ უწყებებში პროფესიონალთა სპეციალიზაციის კოორდინირება და არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების მექანიზმის დახვეწა; არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის პერიოდული განახლება, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება, ანტიკორუფციული პოლიტიკის შესრულების ახალი მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით შესაბამისი ანგარიშების შემუშავება და გამოქვეყნება; ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგება; ანტიკორუფციული პოლიტიკისა და რეფორმების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება; ეროვნულ დონეზე ღია მმართველობის პარტნიორობის საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმის − ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის საქმიანობის ხელშეწყობა; ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობის უზრუნველყოფა; ღია მმართველობა საქართველოს 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება, შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციების გამართვა, სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი, შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების მომზადება. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ არსებული საკანონმდებლო ბაზის გადასინჯვა, ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის და ცალკეულ საკანონმდებლო აქტში გაბნეული ნორმების ერთ ნორმატიულ აქტში გაერთიანების მიზნით შემუშავებული ინფორმაციის თავისუფლების კანონის იმპლემენტაციის ხელშეწყობა; ღია მონაცემთა ერთიანი პორტალის − data.gov.ge − განვითარების ხელშეწყობა; მთავრობის მიერ დამტკიცებული საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის საფუძველზე საჯარო სამსახურში ეთიკის ნორმების, პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაუმჯობესების, აგრეთვე, ანაზღაურების, წახალისებისა და დაწინაურების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი კანონმდებლობათა დაახლოების ვალდებულებების შესრულება. ნარკოვითარების მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი, გამჭვირვალე მუშაობის ხელშეწყობა. გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება, გაგრძელდება 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი, მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიში გამოიცემა ყოველწლიურად. შემდგომი წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მათი იმპლემენტაციის კოორდინაცია. პრევენციის ერთიანი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც მოიცავს ნარკოპოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებას და მისი იმპლემენტაციის მონიტორინგი. ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი) ბრძოლა; გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება; ადამიანთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაცია.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022