Find program results

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება (27 01)

Allocated 98.9 c

Program implementer

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

Program description

პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან, თანამშრომლობის ...

პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან, თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება; პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის სრულყოფა და შესაბამისი მანქანა/დანადგარებითა და ინვენტარით აღჭურვა; მსჯავრდებულ/ბრალდებულთა საცხოვრებელი და ყოფითი პირობებისა გაუმჯობესება, რბილი ინვენტარის განახლება და პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებების შეძენა; პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფთათვის განათლების მიღება - სახელობო და პროფესიული სწავლების პროგრამების განსაზღვრით. ასევე მსჯავრდებულ/ბრალდებულთა რესოციალიზაციის მიზნით მათ დასაქმების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და საწარმოო ზონის შექმნა; პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა უზრუნველყოფა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით. ამასთანავე, პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის შესაბამისად პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ჰიგიენის, გადამდები დაავადებების კონტროლის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით; პენიტენციურ სისტემაში მყოფ მსჯავრდებულ/ბრალდებულთა სამართლებრივი გარანტიების გაძლიერება - პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებით და ცნობიერების ამაღლებით.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება; პატიმართა უფლებების დაცვის და უკეთესი მოპყრობის უზრუნველყოფა; ეფექტიანი რეაბილიტაციის ღონისძიებების საშუალებით რეციდივის შემცირება.
·      საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პენიტენციური სისტემის ჩამოსაყალიბებლად გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები და რეფორმები; ·      პატიმართა უფლებების დაცვა და უკეთესი მოპყრობა უზრუნველყოფილია; ·      შექმნილია და მიმდინარეობს ეფექტიანი სარეაბილიტაციო პროგრამები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის წლიურ ანგარიშში აღნიშნულია დადებითი ტენდენციების შესახებ პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით; კერძოდ, პენიტენციურ სისტემაში გარემონტდა და გაიხსნა ცენტრალური საავადმყოფო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პატიმართა სამედიცინო მომსახურება; 2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა N16 დაწესებულება, როგორც დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება; დაიწყო C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამის განხორციელება; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებში შენიშვნების შემცირება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება სისტემას არ შეუძლია სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო; შესაძლო რისკები - ყოველი საანგარიშო პერიოდის წლიურ ანგარიშს ომბუცმენის აპარატი აქვეყნებს მომდევნო წლის ზაფხულში, შესაბამისად ანგარიშში მოხვედრილი დადებითი ტენდეციები შესახებ შესაძლებელია პენიტენციურ სისტემისთვის ცნობილი გახდეს მოგვიანებით და არა ბიუჯეტის წლიური ანგარიშების პერიოდში 2 საბაზისო მაჩვენებელი - სისტემაში მოქმედია 15 პენიტენციური დაწესებულება, აქედან 8 მათგანი შეესააბამება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. საანგარიშო პერიოდში განთავსებულია - 1 150 მ.შ 820 ზრდასრული მამაკაცი, 284 ქალი და 46 არასრულწლოვანი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პირობებს შეესაბამება 9 დაწესებულება, 2 400 მსჯავრდებული და ბრალდებული; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; მსჯავრდებულ/ბრალდებულთა საშუალო რიცხოვნობის ცვლილება; შესაძლო რისკები - სამინისტროს მიერ, მიმდინარე პროცესებით წარმოქმნილი აუცილებლობით, პრიორიტეტის ცვლილება
1.საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის წლიურ ანგარიშში აღნიშნულია დადებითი ტენდენციების შესახებ პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით; კერძოდ, პენიტენციურ სისტემაში გარემონტდა და გაიხსნა ცენტრალური საავადმყოფო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პატიმართა სამედიცინო მომსახურება; 2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა N16 დაწესებულება, როგორც დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება; დაიწყო C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამის განხორციელება; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებში შენიშვნების შემცირება; მიღწეული მაჩვენებელი - სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები საერთაშორისო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სახალხო დამცველის მიერ შეფასებულია დადებითად, მათ შორის ü  პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის შემუშავება/დამტკიცება და ერთ პატიმარზე ჯანდაცვის მიზნებისთვის გამოყოფილი გაზრდილი რესურსი; ü  მსჯავრდებულთა შემცირებული რაოდენობა; ü  C ჰეპატიტის მკურნალობის ღონისძიებების მიმდინარეობა; ü  ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარებაზე მკაცრი კონტროლის დაწესება; ü  სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება; ü  სუიციდის პრევენციის პროგრამა; ü  ევროპის საბჭოს მიერ, 2016 წლის 13 აპრილს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციიის სამინისტროს მიერ გატარებული რიგი ღონისძიებები: ü  სასჯელაღსრულების სფეროში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ემყარება სწორ სტრატეგიულ ხედვას და ემსახურება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას;  ü  ქალი პატიმრების შემცირებული რაოდენობა, შეესაბამისია დასავლეთ ევროპული ქვეყნების მაჩვენებლის; ü  არასრულწლოვან პატიმართა და უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა შემცირებული რაოდენობა, რომელიც ამჟამად ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია; ü  წინასწარ პატიმრობაში მყოფთა რაოდენობა და დანაშაულის მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვნად დაბალია ევროპის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით.  ü  მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტის (WJP) კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა ლიდერია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. 2. საბაზისო მაჩვენებელი - სისტემაში მოქმედია 15 პენიტენციური დაწესებულება, აქედან 8 მათგანი შეესააბამება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. საანგარიშო პერიოდში განთავსებულია - 1 150 მ.შ 820 ზრდასრული მამაკაცი, 284 ქალი და 46 არასრულწლოვანი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პირობებს შეესაბამება 9 დაწესებულება, 2 400 მსჯავრდებული და ბრალდებული; მიღწეული მაჩვენებელი - სისტემაში მოქმედი 15 პენიტენციური დაწესებულებიდან 13 შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთა და 2 (№7 და №12 დაწესებულებები) არადამაკმაყოფილებელი ინფრასტრუქტურის გამო არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. საანგარიშო პერიოდში 13 დაწესებულებაში განთავსებული იყო - 9 297 ბრალდებულ/მსჯავრდებული, მათ შორის: 8 996 ზრდასრული მამაკაცი, 276 ზრდასრული ქალი და 25 არასრულწლოვანი. ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებაზე: 1.საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებში შენიშვნების შემცირება ან მატება ვერ აღწერს მიღწეულ შედეგს, რადგან რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება სისტემას არ შეუძლია სხვადასხვა ობიექტური მიზეზების, მათ შორის რიგ შემთხვევებში, არარელევანტურობის, სხვა პრიორიტეტული მიმართულებებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. შესაბამისად აქცენტი გაკეთებულია სისტემის მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სახალხო დამცველის მხრიდან;

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022