პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან, თანამშრომლობის ...
პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან, თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება; პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის სრულყოფა და შესაბამისი მანქანა/დანადგარებითა და ინვენტარით აღჭურვა; მსჯავრდებულ/ბრალდებულთა საცხოვრებელი და ყოფითი პირობებისა გაუმჯობესება, რბილი ინვენტარის განახლება და პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებების შეძენა; პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფთათვის განათლების მიღება - სახელობო და პროფესიული სწავლების პროგრამების განსაზღვრით. ასევე მსჯავრდებულ/ბრალდებულთა რესოციალიზაციის მიზნით მათ დასაქმების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და საწარმოო ზონის შექმნა; პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა უზრუნველყოფა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით. ამასთანავე, პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის შესაბამისად პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ჰიგიენის, გადამდები დაავადებების კონტროლის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით; პენიტენციურ სისტემაში მყოფ მსჯავრდებულ/ბრალდებულთა სამართლებრივი გარანტიების გაძლიერება - პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებით და ცნობიერების ამაღლებით.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019