მოძებნე პროგრამის შედეგები

გარემოს დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება, რეგულირება და მართვა (38 01)

გამოყოფილია 92 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; ...

გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებების, წყლის, ატმოსფერული ჰაერის, ბიომრავალფეროვნების სახელმწიფო მართვა; მიწის დეგრადაციასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება; გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის სრულყოფა და ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა; ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაგეგმილი საქმიანობების შესწავლა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება; ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ცხოველთა (მათ შორის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების) აღრიცხვის და მდგომარეობის შეფასების საფუძველზე მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა; წითელი ნუსხის მიღმა დარჩენილი ცხოველთა სახეობების მდგომარეობის შეფასება, სანადირო სახეობებად განსაზღვრისა და რიგ შემთხვევაში დაცვის უფრო ქმედითი ზომების დანერგვა; გარემოს დაცვის სფეროში საინფორმაციო კამპანიებისა და ღონისძიებების ჩატარება, სახელმწიფო, არასამთავრობო, ბიზნეს და საერთაშორისო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება; დაინტერესებული მხარეებისთვის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

სახელმწიფოს ერთიან ხედვასა და სტრატეგიასთან შესაბამისობაში გარემოს დაცვის სფეროში განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკა; კანონმდებლობის რეგულაციის ქვეშ მოქცეული ყველა ის საქმიანობა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს გარემოზე; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე, გარემოსდაცვით აქტივობებში საზოგადოების ჩართულობა; ცხოველთა, მათ შორის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების საწყისი მონაცემების განახლებული ბაზა; საქართველოს ფლორისა და ფაუნის სახეობათა გავრცელების არეალის მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი საკონსერვაციო/აღდგენის მიზნით განხორციელებული ღონიძიებები;
●    გარემოს დაცვის სფეროში განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკა შეესაბამება სახელმწიფოს ერთიან ხედვას, სამთავრობო პროგრამას და საქართველოს „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“-ს; ●    კანონმდებლობის რეგულაციის ქვეშ მოქცეულია ის საქმიანობები, რომელიც ზემოქმედებას ახდენს გარემოზე; ●    საზოგადოების ცნობიერება ამაღლებულია გარემოსდაცვით საკითხებზე, გარემოსდაცვით აქტივობებში გაზრდილია საზოგადოების ჩართულობა;
1 საბაზისო მაჩვენებელი - დღეისათვის არსებული საკანონმდებლო ბაზა გარემოსდაცვით სფეროში სრულად ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; მიზნობრივი მაჩვენებელი - მიღებულია საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები გარემოსდაცვით სფეროში, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციების დებულებები ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღების ვადის გადაწევა; შესაძლო რისკები - შესაბამისი ნორმატიული აქტების შეთანხმების პროცედურების შეფერხება 2 საბაზისო მაჩვენებელი - ყოველწლიურად საშუალოდ გაიცემა 50-მდე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; არსებული რეალობის გათვალისწინებით საჭიროა გაიზარდოს საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას; მიზნობრივი მაჩვენებელი - არსებულ კანონმდებლობაში ცვლილების შემდგომ, ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის ზრდის პარალელურად, გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვების რაოდენობის ზრდა 50-70%-ით; გარემოზე მავნე ზემოქმედების დაყვანა გაცემული ნებართვით დასაშვებ მინიმუმამდე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - წინასწარ უცნობი ექსპერტიზას დაქვემდებარებული ობიექტების რაოდენობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ეწყობა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები გარემოსდაცვითი თარიღების მიხედვით; მიზნობრივი მაჩვენებელი - აღინიშნება წლის ყველა გარემოსდაცვითი თარიღი და ეწყობა საინფორმაციო კამპანიები (საშუალოდ 35 ღონისძიება); გარემოს დაცვის სამინისტროს საქმიანობაზე და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით მუდმივად ხდება ვებგვერდის და სოციალური ქსელის განახლება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 0 4 საბაზისო მაჩვენებელი - ყოველწლიურად განახლებადი მონაცემთა ბაზა, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი წინასწარ შერჩეული სახეობების მდგომარეობის შესახებ; მიზნობრივი მაჩვენებელი - ინფორმაცია ყოველწლიურად საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სულ მცირე 5 შერჩეული სახეობის რიცხოვნობის და მდგომარეობის შესახებ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - კომისიის მიერ ვერ იქნა შერჩეული სახეობები, რომელთა მონიტორინგიც უნდა განხორციელდეს; შერჩეულ იქნა ისეთი სახეობები, რომელთა მონიტორინგისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, ხოლო დონორების მოძიება ვერ მოხერხდა
1.                  საბაზისო მაჩვენებელი - დღეისათვის არსებული საკანონმდებლო ბაზა გარემოსდაცვით სფეროში სრულად ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; მიზნობრივი მაჩვენებელი - მიღებულია საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები გარემოსდაცვით სფეროში, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციების დებულებები ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში; მიღწეული მაჩვენებელი - გარემოს დაცვის სფეროში მიღებულია 12 საკანონმდებლო ცვლილება და 12 კანონქვემდებარე აქტი, ასევე შემუშავებულია საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტები, რომელთა მეშვეობითაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივები ასახულია/აისახება ეროვნულ კანონმდებლობაში; 2.                  საბაზისო მაჩვენებელი - ყოველწლიურად საშუალოდ გაიცემა 50-მდე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; არსებული რეალობის გათვალისწინებით საჭიროა გაიზარდოს საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას; მიზნობრივი მაჩვენებელი - არსებულ კანონმდებლობაში ცვლილების შემდგომ, ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის ზრდის პარალელურად, გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვების რაოდენობის ზრდა 50-70%-ით; გარემოზე მავნე ზემოქმედების დაყვანა გაცემული ნებართვით დასაშვებ მინიმუმამდე; მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წლის განმავლობაში გაცემულია 67 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის 8 გარემოზე ზემოქმედების ნებართვა; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - ვინაიდან არ მიღებულა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, არ გაზრდილა ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი და შესაბამისად არ გაზრდილა გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვების რაოდენობა; 3.საბაზისო მაჩვენებელი - გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ეწყობა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები გარემოსდაცვითი თარიღების მიხედვით; მიზნობრივი მაჩვენებელი - აღინიშნება წლის ყველა გარემოსდაცვითი თარიღი და ეწყობა საინფორმაციო კამპანიები (საშუალოდ 35 ღონისძიება); გარემოს დაცვის სამინისტროს საქმიანობაზე და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით მუდმივად ხდება ვებ-გვერდის და სოციალური ქსელის განახლება; მიღწეული მაჩვენებელი - აღინიშნა წლის ყველა გარემოსდაცვითი თარიღი და მოეწყო საინფორმაციო კამპანიები (სულ 35-ზე მეტი ღონისძიება). გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით მუდმივად ხდებოდა ვებ-გვერდის და სოციალური ქსელის განახლება; 4.საბაზისო მაჩვენებელი - ყოველწლიურად განახლებადი მონაცემთა ბაზა, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი წინასწარ შერჩეული სახეობების მდგომარეობის შესახებ; მიზნობრივი მაჩვენებელი - ინფორმაცია ყოველწლიურად საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სულ მცირე 5 შერჩეული სახეობის რიცხოვნობის და მდგომარეობის შესახებ; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის კუთხით ღონისძიებები სამინისტროს აპარატისთვის გათვალისწინებული ასიგნებებით არ განხორციელებულა და დაგეგმილი საბოლოო შედეგი ვერ იქნა მიღწეული. 2016 წლის 3 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის წარმოების“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებები შემცირდა 46 200 ლარით და მიმართულ იქნა ბათუმის „გარემო ევროპისთვის“ მე-8 მინისტერიალის წარმატებულად ჩატარების საჭიროებებისთვის. ხოლო 2016 წლის 12 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დარჩენილი დაფინანსება 103 800 ლარი მიმართულ იქნა სსიპ - ეროვნული საშენი მეურნეობის მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცული ცხოველების პოპულაციების აღდგენის ღონისძიებების ჩატარებაზე.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019