მოძებნე პროგრამის შედეგები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებით უზრუნველყოფა (30 04)

გამოყოფილია 148.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთა დაჭრისა და დასახიჩრების ფაქტების შემთხვევაში თანამშრომელთა მკურნალობა და მათი ჯანმრთელობის რეაბილიტაცია, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეთა, თადარიგში ...

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთა დაჭრისა და დასახიჩრების ფაქტების შემთხვევაში თანამშრომელთა მკურნალობა და მათი ჯანმრთელობის რეაბილიტაცია, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეთა, თადარიგში დათხოვნილ პირთა მათი ოჯახების წევრთა და სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების მსმენელთა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა; სამინისტროს თანამშრომელთა ავადობისა და შრომისუუნარობის შემცირება, დისპანსერიზაცია, სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, სტაციონალური მკურნალობა, ავადობის მიზეზების შესწავლა, დაჭრილთა სამედიცინო რეაბილიტაცია, პენსიონერთა და უნარშეზღუდულთა სამედიცინო შემოწმება; დადგენილი წესით სამხედრო-საექიმო კომისიის ორგანიზება და ჩატარება. შესაძლო საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ევაკუაციის ორგანიზება.

მიმაგრებული კონტიგენტის ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის ამაღლება.
მიმაგრებული კონტიგენტი უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით; საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იყვნენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის დაფინანსებით.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილი მოსამსახურეთა რაოდენობა
1. მიზნობრივი მაჩვენებელი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილი მოსამსახურეთა რაოდენობა მიღწეული მაჩვენებელი სამედიცინო დაწესებულებეში დაფინანსებული სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის რაორენობა ქვეყნის შგნით - 1 393, ქვეყნის გარეთ - 72;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019