მოძებნე პროგრამის შედეგები

სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ (64 00)

გამოყოფილია 438247 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“

პროგრამის აღწერა და მიზანი

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ...

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება; ინტელექტუალური საკუთრების სფეროში: პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელება; პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ორგანიზება; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე (გამოგონება, სასარგებლო მოდელი, დიზაინი, მცენარეთა ახალი ჯიში, ცხოველთა ახალი ჯიში, სასაქონლო ნიშანი, ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები, საავტორო და მომიჯნავე უფლებები) უფლების მოპოვების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური და მხატვრულ-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანათა შესრულება; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხადის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზა, შესაბამისი დოკუმენტების გაცემა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრების წარმოება; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით განმცხადებლებისა და მესამე პირების სააპელაციო საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ წინადადებების მომზადება; საქპატენტის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული და კანონმდებლობიდან გამომდინარე ფუნქციების შესრულების მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პროექტებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვასთან დაკავშირებით მასალების გამოქვეყნება, მათ შორის საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის გამოცემა; საერთაშორისო განაცხადებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო აქტებისა და საერთაშორისო შეთანხმებების კომენტარების მომზადება და გამოცემა; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების მონაცემთა ავტომატიზებული ბაზების შექმნა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა; პატენტრწმუნებულთა ატესტაცია, რეგისტრაცია, მათი რეესტრის შექმნა და წარმოება; საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების, მათი მემკვიდრეებისა და სხვა უფლებამონაცვლეების ქონებრივი უფლებების დაცვისათვის, კოლექტიურ საფუძველზე, მმართველი ორგანიზაციების (საზოგადოებების) საქმიანობის ხელშეწყობა; საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროს განვითარების ხელშეწყობა; ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება, საინფორმაციო და შემეცნებითი ბროშურებისა და სხვა მასალების გამოქვეყნება და გავრცელება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სამართლებრივად დაცული იქნება ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებები ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.
·         უზრუნველყოფილ იქნა ფიზკური და იურიდიული პირების სამართლებრივი დაცვა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (გამოგო­ნება, სასარგებლო მოდელი, დიზაინი, სასაქონლო ნიშანი) და დროულად იქნა გაცემული შესაბამისი დამცავი დოკუმენტები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული დამცავი დოკუმენტების დროულად გაცემა შესაბამისი ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - გამოგონების სამართლებრივი დაცვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 0.1 %; შესაძლო რისკები - ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ გამოგონების უკანონოდ მითვისება 2 საბაზისო მაჩვენებელი - სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებით დამცავი დოკუმენტაციის გაცემა შესაბამისი ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 0.1%; შესაძლო რისკები - ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ სასარგებლო მოდელის უკანონოდ მითვისება 3 საბაზისო მაჩვენებელი - დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამცავი დოკუმენტაციის დროულად გაცემა შესაბამისი ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - დიზაინის სამართლებრივი დაცვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 0.01%; შესაძლო რისკები - ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დიზაინის უკანონოდ მითვისება 4 საბაზისო მაჩვენებელი - სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამცავი დოკუმენტაციის დროულად გაცემა შესაბამისი ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - სასაქონლო ნიშნების სამართლებრივი დაცვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1.5%; შესაძლო რისკები - ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ სასაქონლო ნიშნების უკანონოდ მითვისება 5 საბაზისო მაჩვენებელი - საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამცავი დოკუმენტაციის დროული გაცემა შესაბამისი ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სამართლებრივი დაცვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 0.01%; შესაძლო რისკები - ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონოდ მითვისება 6 საბაზისო მაჩვენებელი - ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან დაკავშრებული დამცავი დოკუმენტაციის დროული გაცემა შესაბამისი ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირების სამართლებრივი დაცვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 0%; შესაძლო რისკები - ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირების უკანონო მითვისება
1.    საბაზისო მაჩვენებელი - გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული დამცავი დოკუმენტების დროულად გაცემა შესაბამისი ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - გამოგონების სამართლებრივი დაცვა; მიღწეული მაჩვენებელი - დროულად იქნა გაცემული გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული შესაბამისი დამცავი დოკუმენტები. 2.    საბაზისო მაჩვენებელი - სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებით დამცავი დოკუმენტაციის გაცემა შესაბამისი ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვა; მიღწეული მაჩვენებელი - დროულად იქნა გაცემული სასაქონლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული შესაბამისი დამცავი დოკუმენტები 3.    საბაზისო მაჩვენებელი - დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამცავი დოკუმენტაციის დროულად გაცემა შესაბამისი ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - დიზაინის სამართლებრივი დაცვა; მიღწეული მაჩვენებელი - დროულად იქნა გაცემული დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი დამცავი დოკუმენტები 4.    საბაზისო მაჩვენებელი - სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამცავი დოკუმენტაციის დროულად გაცემა შესაბამისი ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - სასაქონლო ნიშნების სამართლებრივი დაცვა; მიღწეული მაჩვენებელი - დროულად იქნა გაცემული სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი დამცავი დოკუმენტები 5.    საბაზისო მაჩვენებელი - საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამცავი დოკუმენტაციის დროული გაცემა შესაბამისი ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სამართლებრივი დაცვა; მიღწეული მაჩვენებელი - დროულად იქნა გაცემული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამცავი დოკუმენტები 6.    საბაზისო მაჩვენებელი - ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან დაკავშრებული დამცავი დოკუმენტაციის დროული გაცემა შესაბამისი ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირების სამართლებრივი დაცვა; მიღწეული მაჩვენებელი - დროულად იქნა გაცემული ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან დაკავშრებული დამცავი დოკუმენტები

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019