მოძებნე პროგრამის შედეგები

სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროს განვითარება (24 03)

გამოყოფილია 129.9 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზარზე შეღწევისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროების საერთაშორისო და ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განვითარების მიზნით: ...

ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზარზე შეღწევისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროების საერთაშორისო და ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განვითარების მიზნით: საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მომსახურების სფეროს და დიაპაზონის გაფართოვება; ეტალონების მიკვლევადობის უზრუნველყოფა, მიღწეული საერთაშორისო აღიარების შენარჩუნება/გაფართოვება და აღიარების მიღწევა გაზომვების ახალ მიმართულებებში; საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების რაოდენობის ზრდა, სტანდარტების რეესტრისა და სტანდარტების კატალოგის გაუმჯობესებული წარმოება, სტანდარტების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის მომსახურების ელექტრონული საშუალებების გაუმჯობესება და სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების ფუნქციონირების ეფექტიანობის გაუმჯობესება; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 შესაბამისად; სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე სააგენტოს თანამშრომელთა უნარების გაძლიერება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროებში; საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში ინტეგრაცია და მათ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების (TBT) ნაწილის შესაბამისად.

გაზომვების პრიორიტეტული სფეროებში ყველა დაინტერესებული მხარისათვის (საწარმოები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული და მარეგულირებელი ორგანოები) ახალი და გაფართოებული დიაპაზონის მომსახურების გაწევა; ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და საერთაშორისო მოთხოვნებთან მიახლოება; საერთაშორისო და რეგიონალური (ევროპული) სტანდარტების ხელმისაწვდომობის გაზრდა ელექტრონული და სხვა დისტანციური საშუალებების მეშვეობით; საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და რეგიონალურ სტანდარტების გაზრდა; განახლებული და თანამედროვე ელექტრონული საშუალებების ფართოდ გამოყენება სტანდარტიზაციის სფეროში და სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების ფუნქციონირება საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად.
·      უკვე შესაძლებელია დაინტერესებული მომხმარებლებისათვის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში სააგენტოს მიერ მომსახურების ფართო დიაპაზონის შეთავაზება სხვადასხვა სფეროებში (წნევა, რადიაციული გაზომვები, მცირე მოცულობები, სიგრძე, რადიოფიზიკა, ტემპერატურის სფეროებში და ტენიანობა) და პრიორიტეტული ლაბორატორიების საერთაშორისო აღიარების შენარჩუნება; ·      გაიზარდა საქართველოს სტანდარტად მიღებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების რაოდენობა; ·      2016 წლისათვის საქართველოს სტანდარტად მიღებული იყო 7 300-მდე საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი, ხოლო 2016 წლის ბოლოსათვის დამატებით მიღებულია 2 100-ზე მეტი საერთაშორისო/ევროპული სტანდარტი; ·      სააგენტოში მიმდინარე CIB პროგრამის ფარგლებში მომზადდა სპეციფიკაციები და მოთხოვნები ელექტროლონული ბაზისა და ონლაინ გაყიდვების დანერგვისა და ვებგვერდის ფუნქციონირების გაუმჯობესებისათვის; ·      აღიჭურვა ლაბორატორიები შემდეგი 7 მიმართულებით: წნევა, რადიაციული გაზომვები, მცირე მოცულობები, სიგრძე, რადიოფიზიკა, ტემპერატურა, ტენიანობა. ·      განახლდა სააგენტოს შენობის გარე ფასადი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სააგენტოში განახლებულია და თანამედროვე დონეზე აღჭურვილია 3 ლაბორატორია; მიზნობრივი მაჩვენებელი - თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიების რაოდენობა - დამატებით 12 ლაბორატორიის განახლება და თანამედროვე დონეზე აღჭუღვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - შესაძლებელია განახლდეს და აღიჭურვოს 10 ლაბორატორია; შესაძლო რისკები - ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენა დაგეგმილია ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების CIB პროგრამის II ეტაპის ფარგლებში. შესაძლო რისკი დაკავშირებულია EU დელეგაციის მიერ შესყიდვის პროექტის განხორციელების ვადებთან. ასევე, EU დელეგაციის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიმდინარეობისას შესაძლებელია კონკრეტულ ლოტზე/ებზე შემოთავაზება არ იქნეს შემოტანილი 2 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს სტანდარტად მიღებულია 7 000 საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და რეგიონალური სტანდარტების რაოდენობა - 2019 წლის ბოლოს საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ჯამური რაოდენობა იქნება დაახლოვებით 13 000, (სააგენტო გეგმავს ყოველწლიურად 1 500 საერთაშორისო და ევროპული სტანდარტის საქართველოს სტანდარტად მიღებას); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - იმის გათვალისწინებით, რომ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და ევროპის სტანდარტების ორგანიზაციები პერიოდულად ახორციელებენ მოქმედი სტანდარტების გადახედვას (გაუქმება, განახლება), მიზნობრივი მაჩვენებელის ცდომილების ალბათობა შეადგენს დაახლოებით 10%; შესაძლო რისკები - სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციისა და სტანდარტების ევროპული ორგანიზაციების მიერ დიდი რაოდენობით სტანდარტების გაუქმება ან/და შეცვლა, ასევე ამ ორგანიზაციებში საქართველოს წევრობის შეჩერება ან სხვაგვარი შეზღუდვა 3 საბაზისო მაჩვენებელი - სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტს მიღწეული აქვს საერთაშორისო აღიარება 3 სფეროში: მასა, ტემპერატურა, ელექტროგაზომვები; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს სტანდარტების დეპარტამენტში დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ევროპის სტანდარტიზაციის ორგანოების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად; საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში სააგენტოს მონაწილეობა - დაგეგმილია აღიარების მიღწევა 2 ახალ სფეროში და არსებული სფეროებიდან ერთში დიაპაზონის გაფართოება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - შესაძლებელია აღიარება მიღწეულ იქნეს ერთ ახალ სფეროში; შესაძლო რისკები - საერთაშორისო აღიარების მიღწევა მეტროლოგიის სფეროში შესაძლებელია შესაბამისი საერთაშორისო (BIPM) რეგიონალური ორგანიზაციის (COOMET) მეშვეობით. დამოკიდებულია ექსპერტების ხელმისაწვდომობაზე და აღნიშნული ორგანიზაციების მიერ განსაზღვრულ ვადებზე. საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში საქართველოს წევრობის შეჩერება/შეზღუდვა.ასევე აღიარების მიღწევა დამოკიდებულია პირველი ინდიკატორის,ლაბორატორიების აღჭურვის პროცესის შესრულებაზე
1.    საბაზისო მაჩვენებელი - სააგენტოში განახლებულია და თანამედროვე დონეზე აღჭურვილია 3 ლაბორატორია; მიზნობრივი მაჩვენებელი - თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიების რაოდენობა - დამატებით 12 ლაბორატორიის განახლება და თანამედროვე დონეზე აღჭუღვა; მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წლის განმავლობაში CIB პროექტისა და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მოხდა დამატებით ლაბორატორიების აღჭურვა და ეტალონური ბაზის განახლება შემდეგ სფეროებში: წნევა და ძალა, რადიაციული გაზომვები, მცირე მოცულობები, სიგრძე, რადიოფიზიკა, ტემპერატურა და ტენიანობა. 2.    საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს სტანდარტად მიღებულია 7 000 საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და რეგიონალური სტანდარტების რაოდენობის ზრდა - 2019 წლის ბოლოს საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ჯამური რაოდენობა იქნება დაახლოებით 13 000 (სააგენტო გეგმავს ყოველწლიურად 1 500 საერთაშორისო და ევროპული სტანდარტის საქართველოს სტანდარტად მიღებას); მიღწეული მაჩვენებელი - 2016 ბოლოსათვის საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს სტანდარტად მიღებულია სულ 9 400-მდე საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი, მათ შორის 2016 წელს სულ დამატებით მიღებულ იქნა 2 100-ზე მეტი სტანდარტი. 3.    საბაზისო მაჩვენებელი - სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტს მიღწეული აქვს საერთაშორისო აღიარება 3 სფეროში: მასა, ტემპერატურა, ელექტროგაზომვები; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს სტანდარტების დეპარტამენტში დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ევროპის სტანდარტიზაციის ორგანოების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად; საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში სააგენტოს მონაწილეობა - დაგეგმილია აღიარების მიღწევა 2 ახალ სფეროში და არსებული სფეროებიდან ერთში დიაპაზონის გაფართოება; მიღწეული მაჩვენებელი - 3 საერთაშორისო დონეზე აღიარებული ლაბორატორია.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019