პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებების მომსახურებას IT სერვისების სრული სპექტრით, რაც მოიცავს: ქსელურ უზრუნველყოფას, ელფოსტის სერვისს, ონლაინკომუნიკაციის საშუალებებს, ტელევიდეოკონფერენციას, დროისა და დავალებების ...
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებების მომსახურებას IT სერვისების სრული სპექტრით, რაც მოიცავს: ქსელურ უზრუნველყოფას, ელფოსტის სერვისს, ონლაინკომუნიკაციის საშუალებებს, ტელევიდეოკონფერენციას, დროისა და დავალებების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას, უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის გატარებას, არასასურველი და მავნე ელექტრონული ფოსტის, პროგრამებისა და ვირუსებისგან დაცვას, სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ერთიანი IT მხარდაჭერის ქოლცენტრის შექმნასა და ინციდენტების მართვას, ციფრული ტელეფონიის სერვისს, სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა კომპიუტერული ტექნიკის ადგილზე მომსახურებას და სხვ. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანიზაციებში პროცესების ავტომატიზებისა და ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის მიზნით, ჩატარდება შესაბამისი კვლევები და შემუშავდება კონკრეტული ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებები, რომლებიც მორგებული იქნება დამკვეთის ბიზნეს პროცესებზე. აღნიშნულის საფუძველზე მოხდება როგორც ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ასევე არსებულის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში ონლაინსამუშაო სივრცის შექმნასა და დანერგვას, რაც გულისხმობს ყველა სამსახურებრივი დოკუმენტის შექმნასა და დამუშავებას მხოლოდ ერთ, კონკრეტულ პროგრამაში. ეს სისტემა გაამარტივებს დოკუმენტების დამუშავების ყველა ეტაპზე მათზე ხელმისაწვდომობას და დაიცავს ინფორმაციას დაკარგვისა თუ დაზიანებისაგან. პროგრამის ფარგლებში დანერგილია ქლაუდტექნოლოგია (ღრუბლოვანი ტექნოლოგია). დასაგეგმ და შემდგომ წლებში ქვეპროგრამა გულისხმობს სერვისის შემდგომ განვითარებას როგორც პროგრამული, ასევე გამოთვლითი სიმძლავრეების და მასშტაბების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ქლაუდინფრასტრუქტურით (IaaS) სარგებლობის გაფართოებას.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019