განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ...
განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; საქართველოს ყველა მოქალაქისათვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნა და განვითარება, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელება; საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაცია, საზოგადოების თითოეულ წევრთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად განათლების ხარისხზე ზრუნვა, მისი მუდმივი გაუმჯობესება და ქართული საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობის ამაღლება; ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების, დანერგვისა და განვითარების სისტემის სრულყოფა და მისი მუშაობის უზრუნველყოფა; ეროვნული სასწავლო გეგმის ხელშეწყობის მიზნით I-VI და VII-XII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება; საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების სრულყოფა; მოდულარული საგანმანათლებლო პროგრამების კონცეფციის დანერგვისთვის საკანონმდებლო ბაზისა და შესაბამისი ინსტიტუციური და საოპერაციო შესაძლებლობების შექმნა; შრომის ბაზრის კვლევებით იდენტიფიცირებული პროფესიებისათვის პროფესიული სტანდარტების შემუშავება და არსებული პროფესიული სტანდარტების გადახედვა განახლებული მეთოდოლოგიის და საერთაშრისო გამოცდილების საფუძველზე ; პროფესიული განათლების სფეროში დისტანციური სწავლების კონცეფციის მომზადება და პილოტირება; დამსაქმებელთან თანამშრომლობით შესაბამისი პროფესიული მოდულური საგანამანათლებლო პროგრამების შექმნა.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019