გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დარჩენილ წევრ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; ...
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დარჩენილ წევრ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების ქსელის გაფართოება; არსებული წარმომადგენლობების მიერ გადაფარვის არეალის გაზრდა; ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაცია; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და მისი დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობა; ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დასრულება; საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ინტენსიფიკაცია; ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP)ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება; 2016 წლის განმავლობაში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა; NATO-ს ვარშავის სამიტზე მოკავშირეების მხრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის დაფიქსირება; NATO-საქართველოს „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განხორციელების ხელშეწყობა; NATO-ს წევრ ქვეყნებთან აქტიური პოლიტიკური კონსულტაციების წარმოება; წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების სათანადოდ წარმოჩენა; საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარება და ინტენსიფიკაცია; საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების მიზნით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მათი როლის გასაძლიერებლად; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უცხო ქვეყნების ბიზნეს-სუბიექტების მიერ უკანონო საქმიანობისა და კონტაქტების დამყარების პრევენცია; მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით, თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობა და ამ პროცესებში დიპლომატიური ურთიერთობების აქტიური გამოყენება; უცხოური ინვესტიციების მოზიდვა - საქართველოს საინვესტიციო კლიმატის და საინვესტიციო სფეროების, ეკონომიკური რეფორმების, ადგილობრივი და რეგიონული პროექტების, აგრეთვე საქართველოს საგარეო სავაჭრო რეჟიმის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება; საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობა; ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიების გამართვის მეშვეობით; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ეფექტური მომსახურება და კრიზისულ სიტუაციებში შესაბამისი დახმარების გაწევა, მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის კუთხით მუშობის გაუმჯობესება; საკონსულო საქმიანობის განხორციელების/გადაფარვის არეალის გაზრდა.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019