მოძებნე პროგრამის შედეგები

სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლება (30 06)

გამოყოფილია 93.5 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მასზე მზადყოფნის, რეაგირებისა და მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის ...

ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მასზე მზადყოფნის, რეაგირებისა და მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის საჭირო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით საქმიანობის ორგანიზება, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელების კოორდინირება; საქართველოს კანონით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მიღება; სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება.

ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება; სააგენტოს პირადი შემადგენლობის და რეაგირების ძალების, ასევე მოსახლეობის საგანგებო სიტუაციებზე და ინციდენტებზე მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტურობის გაზრდა; ქვეყანაში მართვის ყველა დონეზე, თანამედროვე სტანდარტების საგანგებო და რისკის მართვის შემუშავებული გეგმები და მათი სრულყოფისა და განვითარების მიზნით საჭირო სიმულაციური ვარჯიშების და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების დანერგვა; ხანძრის საშიში ფაქტორების, მათი მეორადი გამოვლინების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვა.
ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების დონე გაუმჯობესებულია; გაზრდილია სააგენტოს პირადი შემადგენლობის და რეაგირების ძალების, ასევე მოსახლეობის საგანგებო სიტუაციებზე და ინციდენტებზე მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტურობა; ქვეყანაში მართვის ყველა დონეზე, თანამედროვე სტანდარტების საგანგებო და რისკის მართვის გეგმები შემუშავებულია, ასევე შემუშავებულია მათი სრულყოფისა და განვითარების მიზნით საჭირო სიმულაციური ვარჯიშები და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმები; ხანძრის საშიში ფაქტორების, მათი მეორადი გამოვლინების თავიდან ასაცილებლად სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილია სხვადასხვა ობიექტები; რეაბილიტირებული იქნა სახანძრო-სამაშველო ინფრასტრუქტურის - 20 %; განახლდა მატერიალურ ტექნიკური ბაზა - 80 %.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - საზოგადოებრივი კვლევების შედეგებში ასახული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში 2 მიზნობრივი მაჩვენებელი - სახანძრო-სამაშველო სატრანსპორტო საშუალებებსა და შესაბამისი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით საგანგებო სიტუაციების შედეგად 30%-მდე შემცირდებული შესაძლო მატერიალური ზარალი 3 მიზნობრივი მაჩვენებელი - გასულ წლებთან შედარებით, დასახლებულ პუნქტებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებში ხანძრებისა და საგანგებო ინციდენტების შემთხვების 20-30%-ით შემცირებული მაჩვენებელი
1. მიზნობრივი მაჩვენებელი - საზოგადოებრივი კვლევების შედეგებში ასახული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში; მიღწეული მაჩვენებელი - სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის ამაღლებული ცნობიერება; 2. მიზნობრივი მაჩვენებელი - სახანძრო-სამაშველო სატრანსპორტო საშუალებებსა და შესაბამისი სპეციალური ტექნიკისგამოყენებით საგანგებო სიტუაციების შედეგად 30%-მდე შემცირდებული შესაძლო მატერიალური ზარალი; მიღწეული მაჩვენებელი - სახანძრო-სამაშველო სატრანსპორტო საშუალებებისა და შესაბამისი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით საგანგებო სიტუაციების შედეგად 30%-ით შემცირებული მატერიალური ზარალი; 3. მიზნობრივი მაჩვენებელი - გასულ წლებთან შედარებით, დასახლებულ პუნქტებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებში ხანძრებისა და საგანგებო ინციდენტების შემთხვების 20-30%-ით შემცირებული მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - გასულ წლებთან შედარებით, დასახლებულ პუნქტებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებში ხანძრებისა და საგანგებო ინციდენტების შემთხვები შემცირებულია - 25 %-ით;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019