მოძებნე პროგრამის შედეგები

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (25 03)

გამოყოფილია 99.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; შპს თეთნულდი დეველოპმენტი; შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია; შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია

პროგრამის აღწერა და მიზანი

„რეგიონუალი და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებების ...

„რეგიონუალი და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებების შესყიდვა; სახელმწიფო მნიშვნელობის (ადმინისტრაციული, სტრატეგიული, სამხედრო, პოლიციური და სხვა დანიშნულების) ობიექტების სამშენებლო-სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება; ნაპირდაცვითი სამუშაოების უზრუნველყოფა; ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიზნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების საოპერაციო ხარჯებისა და შესაბამისი ფუნქციური დავალებების შესასრულებლად წარმოებული სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებების შესყიდვას. მუნიციპალიტეტებში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების მოსამზადებლად საჭირო ღონისძიებების გატარება, საპროექტო დოკუმენტაციების მომზადება და ანალიზი.

განვითარებული და რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტებში; ამაღლებული საინვესტიციო მიმზიდველობა; გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები მოსახლესობისთვის.
·   განვითარებული და რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტებში; ·   გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - აშენებული და რეაბილიტირებულია სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია დონორების მიერ დასაფინანსებელ ახალ პრეოქტზე;
საბაზისო მაჩვენებელი - აშენებული და რეაბილიტირებული სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტები. მიზნობრივი მაჩვენებელი - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დონორების მიერ დასაფინანსებელ ახალ პროექტებზე. მიღწეული მაჩვენებელი - აშენებული-რეაბილიტირებული-მოდერნიზებული: საავტომობილო გზა - 83.7 კმ; ხიდი - 3 ერთეული; 300 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი; ტურისტული ინფრასტრუქტურა - 5 ერთეული; ობიექტი - 9 ერთეული; დასრულებული პროექტირება - 13 ობიექტი; შეძენილი და გადაცემული - 102 ერთეული კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანა და 400 ერთეული მყარი ნარჩენების კონტეინერი; შეძენილი - 8 ერთეული ბულდოზერი, 2 ერთეული მძიმე ტექნიკა (დამტვირთველები) და 2 ერთეული თვითმცლელი სატვირთო ავტომანქანები.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019