მოძებნე პროგრამის შედეგები

ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები (39 04)

გამოყოფილია 81.4 c

პროგრამის განმახორციელებლი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატი; სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი; სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი

პროგრამის აღწერა და მიზანი

სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და წახალისება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, თავისუფალი დროის შინაარსიანად ...

სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და წახალისება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ხარჯვის ორგანიზება, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა, ფორმირება და სრულყოფა; ახალგაზრდა და პოტენციურად მომგებიანი ბიზნეს იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა; ბავშვთა და ახალგაზრდობის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობა, მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბების და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა; პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა; პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალის“ ფარგლებში კულტურულ-შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ქართველი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით.

საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების აქტივობების ზრდა; ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს შორის საქმიანი თანამშრომლობა, ახალგაზრდებში გაზრდილი სამოქალაქო ცნობიერება და კანონის პატივისცემა, ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური ხარჯვა; კულტურულ-შემოქმედებით და საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართული ახალგაზრდები; წახალისებული და მოტივირებული ახალგაზრდები.
·   ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების და თვითშეგნების ამაღლების, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის და სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდებს (მ.შ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები) შორის ურთიერთობების, ჩართულობის და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელდა სხვადასხვა პროექტები და ღონისძიებები. მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და არასრულწლოვან ახალგაზრდა მსჯავრდებულეთა ხელშეწყობისა და მათი დასაქმების მიზნით ჩატარდა ტრეინინგები და სხვადასხვა ღონისძიებები. ახალგაზრდა მოხალისეთა ერთიანი ქსელის ფარგლებში განხორციელდა გარემოს დაცვითი აქტივობები, საქველმოქმედო საქმიანობები, სპორტული მარათონები და სხვა. ახალგაზრდულ აქტივობებში განხორციელდა ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირთა ინტეგრაცია. ამოქმედდა სოციალური საწარმოები, სადაც დასაქმდა ახალგაზრდები (მ.შ. შშმ ახალგაზრდები).
1 საბაზისო მაჩვენებელი - 10 ათასამდე ბენეფიციარი ჩართულია ახალგაზრდულ პროექტებში; მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალგაზრდულ პროექტებში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა 122 ათასამდე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10-15%; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობები
1.საბაზისო მაჩვენებელი - ათი ათასამდე ბენეფიციარი ჩართულია ახალგაზრდულ პროექტებში; მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალგაზრდულ პროექტებში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა 122 ათასამდე; მიღწეული მაჩვენებელი - ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 120 000-მდე ბენეფიციარმა (მათ შორის პირდაპირი/უშუალო ბენეფიციარი იყო 51 475); სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ 2016 წელს დაფინანსებულ იქნა ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდამჭერი 51 პროექტის 5 400 -მდე პირდაპირი და 20 000 - მდე არაპირდაპირი ბენეფიციარი, დაფინანსებული პროექტების ფაგლებში დასაქმდა 176 პირი; პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღო - 3 168 ბენეფიციარმა, ხოლო პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი – 2016“-ის ფარგლებში 6 000 - მდე ბენეფიციარმა.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019