საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობა; თანამშრომლობის გაღრმავება ...
საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობა; თანამშრომლობის გაღრმავება ნატოსთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშრისო ორგანიზაციებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მონაწილეობის მიღება ნატოს ეგიდით წარმოებულ მტკიცე მხარდაჭერის მისიასა (RSM) და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF). აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგისა და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში და მონაწილეობის მიღება ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (EUMAM RCA), მალი (EUTM Mali) და უკრაინა (EEAM Ukraine). პროგრამა ასევე ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო კონფერენციებისა და ღონისძიებების ორგანიზებას.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019