მოძებნე პროგრამის შედეგები

პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა (32 03 01)

გამოყოფილია 79.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

პროფესიული კოლეჯები; სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროფესიული განათლებისა და მომზადების ერთიანი, ხარისხიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება; ...

პროფესიული განათლებისა და მომზადების ერთიანი, ხარისხიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება; პროფესიული განათლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირთა ჩარიცხვის მაქსიმალურად გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბება; შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა; პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამოყალიბება; მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება; ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვის ხელშეწყობა და საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიული განათლების პროცესში საჭირო ტექნოლოგიური მხარდაჭერით უზრუნველყოფა; არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვა; პროფესიული განათლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება;

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა შრომის ბაზრის არსებულ და სამომავლო მოთხოვნებთან; პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და ცოდნის ხარისხის ამაღლება; შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად გადამზადებული კვალიფიციური პერსონალი; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობა; პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის; ადაპტირებული ფიზიკური გარემოს მქონე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაზრდილი რაოდენობა; ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი პირების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართვის მექანიზმის შემუშავება და არაფორმალური განათლების აღიარება; ქვეყნის რეგიონული და ეკონომიკური განვითარების შესაბამისად ჩამოყალიბებული ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.
·         ახალი შეფასების სტანდარტებითა და პროფესიული პროგრამებით სწავლების გზით ამაღლდა ცოდნის ხარისხი; ·         პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯები/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმნახორციელებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილია კვალიფიციური სპეციალისტებით; ·         გაზრდილია ადაპტირებული ფიზიკური გარემოს მქონე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა; ·         დაარსდა რიგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, გეოგრაფიული არეალისა და მოთხოვნადი პროფესიების გათვალისწინებით
1 საბაზისო მაჩვენებელი - 10 000 - ზე მეტი ბენეფიციარის ჩართულობა პროფესიული განათლების პროცესში; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილი ბენეფიციარების რაოდენობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ნაკლები დაინტერესება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით 2 საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიული მომზადების კურსებში ჩართულ იქნა 400-მდე მსჯავრდებული და ყოფილი პატიმარი; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული მომზადების კურსებში ჩართული იქნება დამატებით 450-მდე ბენეფიციარი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან პროფესიული მომზადების კურსების მიმართ ნაკლები ინტერესი 3 საბაზისო მაჩვენებელი - კურსდამთავრებულთა კვლევის მიხედვით, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი განსაზღვრულ იქნა 40%-მდე; მიზნობრივი მაჩვენებელი - კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზრდება 2%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ბენეფიციარების განსხვავებული შესაძლებლობები
1.       საბაზისო მაჩვენებელი - 10 000 - ზე მეტი ბენეფიციარის ჩართულობა პროფესიული განათლების პროცესში; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილი ბენეფიციარების რაოდენობა; მიღწეული - 11 000-ზე მეტი სტუდენტი ეუფლებოდა პროფესიულ განათლებას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში; 2.       საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიული მომზადების კურსებში ჩართულ იქნა 400-მდე მსჯავრდებული და ყოფილი პატიმარი; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული მომზადების კურსებში ჩართული იქნება დამატებით 450-მდე ბენეფიციარი; მიღწეული - 21 მოკლევადიან პროფესიულ პროგრამაზე მომზადება გაიარა 1 004-მა მსჯავრდებულმა და 16 ყოფილმა პატიმარმა; 3.       საბაზისო მაჩვენებელი - კურსდამთავრებულთა კვლევის მიხედვით, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი განსაზღვრულ იქნა 40%-მდე; მიზნობრივი მაჩვენებელი - კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზრდება 2%-ით. მიღწეული - 2015 წლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 56%. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დასახულ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე საგულისხმოა, რომ 2015 წლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა , შესაბამისად 2017 წელს იგეგმება გასული წლის მაჩვენებლის დასადგენად შესაბამისი კვლევის ჩატარება.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019