მოძებნე პროგრამის შედეგები

პროფესიული განათლება (32 03)

გამოყოფილია 81.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი; სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა; სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

პროგრამის აღწერა და მიზანი

მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; ...

მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; პროფესიული განათლებისა და მომზადების ერთიანი, ხარისხიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება; პროფესიული განათლების განვითარების 2013–2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება; პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომელთა გადამზადება; ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; მაღალკვალიფიციური, შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით; ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვა (მათ შორის, საჯარო სკოლებში), ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლისა და სწავლების მეთოდების შემოღება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა შესაბამისი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფით.

პროფესიული განათლების გაზრდილი მოთხოვნა/ხარისხი; პროფესიული განათლების თავსებადობა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან და შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობა; პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის (შშმპ, სსსმპ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, დევნილები, პატიმრები, პრობაციონერები, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილები და ა.შ); ადაპტირებული ფიზიკური გარემოს მქონე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაზრდილი რაოდენობა; ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ პირების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართვის მექანიზმის შემუშავება; ქვეყნის რეგიონული და ეკონომიკური განვითარების შესაბამისად ჩამოყალიბებულია ახალი და არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე ფუნქციონირებადი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.
·         დაინერგა შრომის ბაზარზე მაქსიმალურად ორიენტირებული პროფესიული პროგრამები; ·         ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომლებმა და ქართული ენის სწავლებით დაინტერესებულმა სხვა პირებმა აიმაღლეს ქართული ენის ცოდნის დონე; ·         საჯარო სკოლებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ·         დანერგილია ახალი ელქტრონული მართვის სისტემები და სხვადასხვა საინფორმაციო მონაცემთა ბაზები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდების მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ფინანსური რესურსით; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული განათლების სტუდენტების 100% უზრუნველყოფილ იქნება ხარისხიანი პროფესიული განათლებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - ბენეფიციარების განსხვავებული შესაძლებლობები 2 საბაზისო მაჩვენებელი - საჯარო მართვასა და ადმინისტრირებაში საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისა და ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, გადამზადებული ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირების რაოდენობის ყოველწლიურად 10%-ით ზრდა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად გადამზადებულთა 20-30%-ით ზრდა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სხვადასხვა სასწავლო კურსებზე განათლების მიღების მსურველთა ნაკლები დაინტერესება
1.       საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდების მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ფინანსური რესურსით; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული განათლების სტუდენტების 100% უზრუნველყოფილ იქნება ხარისხიანი პროფესიული განათლებით; მიღწეული - პროფესიული განათლების სტუდენტების 100% უზრუნველყოფილ იქნება ხარისხიანი პროფესიული განათლებით; 2.       საბაზისო მაჩვენებელი - საჯარო მართვასა და ადმინისტრირებაში საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისა და ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, გადამზადებული ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირების რაოდენობის ყოველწლიურად 10-ით ზრდა; 3.       მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად გადამზადებულთა 20-30%-ით ზრდა. მიღწეული - საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებულთა რაოდენობა საბაზისო მაჩვენებელთან მიმართებაში გაიზარდა 150%.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019