მოძებნე პროგრამის შედეგები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა (39 01)

გამოყოფილია 777.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სამინისტროს პროგრამების შეუფერხებელი განხორციელება; ფიზიკური აღრზდისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია; ...

სამინისტროს პროგრამების შეუფერხებელი განხორციელება; ფიზიკური აღრზდისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია; სპორტის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა და ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა; ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება და დამტკიცება, სპორტის სახეობათა, პროფესიული და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა; სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა (დოპინგი) გამოყენების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ახალგაზრდა მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთათვის სახელმწიფო მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სპორტთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებული კანონის პროექტების შემუშავება;

სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში გატარებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა.
·   გატარდა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა;
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - სპორტის სფეროში მიღწეული შედეგები; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში განსახორციელებელი პროგრამების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს საკანონმდებლო ბაზის კვლევა და შეფასება
1.საბაზისო მაჩვენებელი - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში გატარებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა; მიზნობრივი მაჩვენებელი - სპორტის სფეროში მიღწეული შედეგები; მიღწეული მაჩვენებლები - სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მოპოვებულ იქნა 844 მედალი, მათ შორის 291 ოქრო, 250 ვერცხლი და 303 ბრინჯაო; მიზნობრივი მაჩვენებელი - სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში განსახორციელებელი პროგრამების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა; მიღწეული მაჩვენებლები - დანერგილ იქნა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ელექტრონული სისტემა; მიზნობრივი მაჩვენებელი - სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს საკანონმდებლო ბაზის კვლევა და შეფასება; მიღწეული მაჩვენებლები - შემუშავებულ იქნა სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებსა და შეჯიბრებებზე განსახორციელებელი მონიტორინგის სტანდარტები და სპორტული ორგანიზაციების დაფინანსების კრიტერიუმები.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019