მოძებნე პროგრამის შედეგები

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია (25 04)

გამოყოფილია 101.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“

პროგრამის აღწერა და მიზანი

„წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროგრამის“ მიზანია მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის და დაწესებულებების ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული, ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრისგან დაცული ...

„წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროგრამის“ მიზანია მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის და დაწესებულებების ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული, ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრისგან დაცული სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფა; საქართველოს დიდ ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტებში წყალსადენის სათავე ნაგებობების მოწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია; ტურისტულ-დასასვენებელ ცენტრებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებელი მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესებული პროცესი; მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემები; განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა.
·   ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდა წყლის მომარაგება;
1 საბაზისო მაჩვენებელი - რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისა და ორგანიზაციებისთვის წყალმომარაგების მიწოდება უზრუნველყოფილია; მიზნობრივი მაჩვენებელი - რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემები; დღე-ღამის განმავლობაში გაზრდილი წყლის მიწოდების ხანგძლივობა 24 სთ-მდე
საბაზისო მაჩვენებელი - რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისა და ორგანიზაციებისთვის წყალმომარაგების მიწოდება. მიზნობრივი მაჩვენებელი - რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემები; დღე-ღამის განმავლობაში გაზრდილი წყლის მიწოდების ხანგძლივობა 24 სთ-მდე. მიღწეული მაჩვენებელი - 24 საათიანი მომარაგება სასმელი წყლით; რეაბილიტირებული: წყალსადენი - 6 ერთეული; წყალმომარაგების სისტემა - 1 ერთეული; შეძენილი 1 ერთეული ციცხვიანი კარიერული მტვირთავი მანქანა.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019