მოძებნე პროგრამის შედეგები

აკრედიტაციის პროცესის მართვა და განვითარება (24 04)

გამოყოფილია 99.5 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის, მათ შორის აკრედიტაციის სისტემის განვითარება და მისი საქმიანობის დახვეწა საერთაშორისოდ ...

ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის, მათ შორის აკრედიტაციის სისტემის განვითარება და მისი საქმიანობის დახვეწა საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნების შესაბამისად, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას, აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის რეგიონული (EA – European Cooperation for Accreditation) და შემდგომ, საქართველოს ეკონომიკის საჭიროებების მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციის (ILAC – International Laboratory Committee) წევრობის მისაღწევად.

აკრედიტაციის ცენტრის გაძლიერებული ინსტიტუციური შესაძლებლობებითა და საერთაშორისო მოთხოვნის მიხედვით შესაბამისობის შემფასებელი პირების აკრედიტაცია; EA-სთან აქტიური თანამშრომლობითა და საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების შესაბამისად აკრედიტაციის ცენტრის მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება და განახლება; აკრედიტაციის შედეგების თანმიმდევრული საერთაშორისო აღიარება და პარალელურად საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციისთვის ტექნიკური ბარიერების შემცირება
·      აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად განხორციელდა აკრედიტირებული პირების 120 გეგმიური მონიტორინგი და გაიცა 38 ახალი აკრედიტაცია; ·      აკრედიტაციის სისტემაში ამოქმედდა აკრედიტაციის ახალი მიმართულებები მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების მიხედვით და აკრედიტაციის პროცესი წარიმართა განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ევროკავშირის CIB პროგრამის ფარგლებში განხორციელდა აკრედიტაციის პროცესების მენეჯმენტში ჩართული - წამყვანი შემფასებლების, მოწვეული ტექნიკური შემფასებლებისა და ექსპერტების 12 ტრეინინგი; ·      აკრედიტაციის ცენტრის განაცხადის საფუძველზე, 2016 წლის ნოემბერში წარმატებით ჩატარდა EA-ს კოლეგიალური შეფასება შემდგომში აკრედიტაციის ცენტრსა და EA-ს შორის ორმხრივი აღიარების ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების და პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციაში 2015 წლის ბოლომდე სრულად დაინერგება ISO/IEC 17065 და ISO/IEC 17024-ის ბოლო ვერსიები; მიზნობრივი მაჩვენებელი - აკრედიტირებული შესაბამისობის შემფასებელი პირების ოპერირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით - პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების და პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის განხორციელება ISO/IEC 17065 და ISO/IEC 17024-ის ბოლო ვერსიების მიხედვით და ლაბორატორიების აკრედიტაცია - ISO/IEC 17025-ის მომავალი ვერსიით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1-5%; შესაძლო რისკები - სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნისა და რეგისტრაციის დროს შესაძლო შეფერხებები ან/და აკრედიტაციის მიღებაში დაინტერესების უქონლობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - აკრედიტაციის სამუშაოების მიმდინარეობს კანონმდებლობით რეგულირებად და ნებაყოფლობით სფეროებში; მიზნობრივი მაჩვენებელი - ასოცირების შეთანხმების თანახმად მიღებული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების სფეროში აკრედიტაციის განხორციელება - აკრედიტაციის განხორციელება მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების სფეროში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1-5%; შესაძლო რისკები - ტექნიკური რეგლამენტების მოქმედების შეჩერება, ან/და აკრედიტაციის მიღებაში დაინტერესების უქონლობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - აკრედიტაციის ცენტრი არის EA-ს (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) ასოცირებული წევრი და მონაწილეობს მის მუშაობაში; მიზნობრივი მაჩვენებელი - აკრედიტაციის ცენტრსა და EA-ს (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება - გაკეთებულია ევროპული თანამშრომლობის (EA) მხრიდან აკრედიტაციის ცენტრის შეფასება. ამ შეფასების შედეგების მიხედვით გაკეთებულია მაკორექტირებელი ღონისძიებები და EA-სა და აკრედიტაციის ცენტრს შორის ხელი მოეწერა ორმხრივი აღიარების შეთანხმებას. განიხილება საკითხი აკრედიტაციის ცენტრსა და ILAC, IAF -თან მრავალმხრივი შეთანხმების ხელმოწერის საჭიროების შესახებ საქართველოს ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-10%; შესაძლო რისკები - EA-ს პროცედურების მკვეთრი ცვლილება
1.    საბაზისო მაჩვენებელი - პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების და პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციაში 2015 წლის ბოლომდე სრულად დაინერგება ISO/IEC 17065 და ISO/IEC 17024-ის ბოლო ვერსიები; მიზნობრივი მაჩვენებელი - აკრედიტირებული შესაბამისობის შემფასებელი პირების ოპერირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით - პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების და პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის განხორციელება ISO/IEC 17065 და ISO/IEC 17024-ის ბოლო ვერსიების მიხედვით; მიღწეული მაჩვენებელი - განახლებული საერთაშორისო (ISO) სტანდარტების იმპლემენტაცია 5 ახალი მიმართულებით: სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 - ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციისათვის; სსტ ისო/იეკ 17021:2011/2014 - მენეჯმენტის სისტემების აუდიტისა და სერტიფიკაციის ორგანოებისათვის; სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 - პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციისათვის; სსტ ისო/იეკ 15189:2012/2015 - სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციისათვის; სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 - პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოებისათვის; 2.    საბაზისო მაჩვენებელი - აკრედიტაციის სამუშაოების მიმდინარეობს კანონმდებლობით რეგულირებად და ნებაყოფლობით სფეროებში; მიზნობრივი მაჩვენებელი - ასოცირების შეთანხმების თანახმად მიღებული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების სფეროში აკრედიტაციის განხორციელება - აკრედიტაციის განხორციელება მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების სფეროში; მიღწეული მაჩვენებელი - ასოცირების შეთანხმების თანახმად მიღებული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების სფეროში გაცემულია 2 აკრედიტაცია. კანონმდებლობით რეგულირებად და ნებაყოფლობით სფეროებში გაცემულია 38 აკრედიტაცია და ჩატარებულია 120 გეგმიური მონიტორინგი. 3.    საბაზისო მაჩვენებელი - აკრედიტაციის ცენტრი არის EA-ს (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) ასოცირებული წევრი და მონაწილეობს მის მუშაობაში; მიზნობრივი მაჩვენებელი - აკრედიტაციის ცენტრსა და EA-ს (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება - გაკეთებულია ევროპული თანამშრომლობის (EA) მხრიდან აკრედიტაციის ცენტრის შეფასება. ამ შეფასების შედეგების მიხედვით გაკეთებულია მაკორექტირებელი ღონისძიებები რათა EA-სა და აკრედიტაციის ცენტრს შორის ხელი მოეწეროს ორმხრივი აღიარების შეთანხმებას. განიხილება საკითხი აკრედიტაციის ცენტრსა და ILAC, IAF-თან მრავალმხრივი შეთანხმების ხელმოწერის საჭიროების შესახებ საქართველოს ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად; მიღწეული მაჩვენებელი - EA-ს შემფასებელთა ჯგუფმა მიიღო დადებითი რეკომენდაცია აკრედიტაციის ცენტრი გახდეს EA-თან ორმხრივი ხელშეკრულების ხელმომწერი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019