მოძებნე პროგრამის შედეგები

ზოგადი განათლება (32 02)

გამოყოფილია 100.8 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური; სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის აპარატი; სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის აპარატი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი; სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

ზოგადი განათლების ღიაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ინკლუზიური სწავლების გაფართოება; ...

ზოგადი განათლების ღიაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ინკლუზიური სწავლების გაფართოება; საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, სრულად განახორციელონ მათთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები; მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება და მათი ხელფასების ეტაპობრივი ზრდა. ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბება, სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა და მართვა; საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლეებისათვის და კერძო სკოლის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა კატეგორიების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა; სკოლებში იმ მოსწავლეების ტრანსპორტირების პროცესის ხელშეწყობა, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ დასახლებულ პუნქტებში (სოფელი, დაბა) სადაც არ ფუნქციონირებს სკოლები და მანძილი სოფლებს შორის შესამჩნევია, ასევე აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები. ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა; საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა და დისციპლინის გაუმჯობესება.

ყველა მოქალაქისათვის ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის კურსდამთავრებულთა განათლების დონის ამაღლება.
·         ქართული და უცხოური ენის სწავლების ხელშემწყობი და სხვა ღონისძიებების შედეგად ამაღლდა მოსწავლეთა განათლების დონე; ·         გაუმჯობესდა სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხი და ამაღლდა მასწავლებლთა, დირექტორთა, პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაცია;
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2014-2015 წლებში მოსწავლეთათვის შესაბამის საფეხურზე ზოგადი განათლების მიწოდების მიზნით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უზრუნველყოფა საჭირო ფინანსური რესურსებით, სასკოლო სახელმძღვანელოებით, სამუშაო რვეულებით; რიგი რაიონის სკოლის მოსწავლეების უფასო ტრანსპორტირება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში მოსწავლეთათვის შესაბამის საფეხურზე ზოგადი განათლების მიწოდების მიზნით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უზრუნველყოფა საჭირო ფინანსური რესურსებით, სასკოლო სახელმძღვანელოებით, სამუშაო რვეულებით; რიგი რაიონის სკოლის მოსწავლეების უფასო ტრანსპორტირება 2 საბაზისო მაჩვენებელი - მოსწავლეების 50%-ის ჩართულობა სასკოლო ღონისძიებებსა და აქტივობებში, მოსწავლეების 20%-ის მონაწილეობა ოლიმპიადებში საქართველოს მასშტაბით; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოსწავლეების 70%-ის ჩართულობა სასკოლო ღონისძიებებსა და აქტივობებში, მოსწავლეების 50%-ის მონაწილეობა სასკოლო ოლიმპიადებში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10% 3 საბაზისო მაჩვენებელი - ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე მოსწავლეთა ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა, რომლებსაც ესაჭიროებათ ფსიქო-სოციალური მომსახურება; ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე მოსწავლეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - არასრულწლოვანის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უარი ბავშვისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევაზე, საქართველოს ყველა რაიონში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის არარსებობა, რაიონებში კვალიფიციური კადრების არარსებობა 4 საბაზისო მაჩვენებელი - სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა შესაბამის საფეხურზე ზოგადი განათლების მიწოდება, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასება; მიზნობრივი მაჩვენებელი - სპეციალურ საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბენეფიციართა 100% უზრუნველყოფილია შესაბამის საფეხურზე ზოგადი განათლების მიწოდებით, სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან/და დღის მომსახურებით (ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ბენეფიციართა განათლებაზე და განვითარებაზე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - მშობლების ცნობიერების დაბალი დონე შვილების ფორმალურ განათლებაში ჩართვის კუთხით
საბაზისო მაჩვენებელი - 2014-2015 წლებში მოსწავლეთათვის შესაბამის საფეხურზე ზოგადი განათლების მიწოდების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უზრუნველყოფა აუცილებელი ფინანსური რესურსებით, სასკოლო სახელმძღვანელოებით, სამუშაო რვეულებით; რიგი რაიონის სკოლის მოსწავლეების უფასო ტრანსპორტირება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2019 წლებში მოსწავლეთათვის შესაბამის საფეხურზე ზოგადი განათლების მიწოდების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უზრუნველყოფა აუცილებელი ფინანსური რესურსებით, სასკოლო სახელმძღვანელოებით, სამუშაო რვეულებით; რიგი რაიონის სკოლის მოსწავლეების უფასო ტრანსპორტირება. მიღწეული - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია აუცილებელი ფინანსური რესურსებით, მოსწავლეები - სასკოლო სახელმძღვანელოებითა და სამუშაო რვეულებით, სასკოლო ტრანსპორტის პროგრამა ხორციელდება შეუფერხებლად; 1.       საბაზისო მაჩვენებელი - მოსწავლეების 50%-ის ჩართულობა სასკოლო და სპორტულ ღონისძიებებში, მოსწავლეების 20%-ის მონაწილეობა ოლიმპიადებში საქართველოს მასშტაბით; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოსწავლეების 70%-ის ჩართულობა სასკოლო და სპორტულ ღონისძიებებში, მოსწავლეების 30%-ის მონაწილეობა სასკოლო ოლიმპიადებში; მიღწეული - მოსწავლეები ჩართულნი იქნენ სასკოლო ღონისძიებებსა და აქტივობებში, სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობა მიიღო 10 838 მოსწავლემ, საიდანაც გამოვლინდა 121 გამარჯვებული მოსწავლე; 2.       საბაზისო მაჩვენებელი - ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე მოსწავლეთათვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე მოსწავლეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროცესების სრულყოფა; მიღწეული - ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე მოსწავლეებს მოთხოვნის/საჭიროების შესაბამისად გაეწიათ კვალიფიცირებული მომსახურება; 3.       საბაზისო მაჩვენებელი - სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა შესაბამის საფეხურზე ზოგადი განათლების მიწოდება, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასება; მიზნობრივი მაჩვენებელი - სპეციალურ საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბენეფიციართა 100%-ის უზრუნველყოფა შესაბამის საფეხურზე ზოგადი განათლების მიწოდებით, სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან/და დღის მომსახურებით (ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ბენეფიციართა განათლებაზე და განვითარებაზე ზრუნვა); მიღწეული - 1 600-ზე მეტი სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბენეფიციარი 9 საჯარო სკოლაში უზრუნველყოფილია შესაბამის საფეხურზე ზოგადი განათლების მიწოდებით, სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან/და დღის მომსახურებით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019